”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის საკრებულოსა და მერიაში, სახელფასო დანამატის სახით, 217 ათას ლარამდე გაიცა

ცხრა თვის განმავლობაში, ქალაქ ახალციხის საკრებულოსა და მერიაში, დანამატის სახით, 217 ათასამდე ლარია გაცემული. აღნიშნული ინფორმაცია ,,მე–9 არხმა” ოფიციალურად გამოითხოვა.

უსასრულო სამზადისი ახალციხეში უსახლკაროთა დასაბინავებლად

     ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი, ახალციხის მერიის ახალ შენობაში არ შეუშვეს. ჩვენ იმ ავეჯის გადაღება გვსურდა, რომელიც თვითმმართველობამ მიუსაფართა თავშესაფრისთვის შეიძინა და ადმინისტრაციულ შენობაში დაასაწყობა.

ახალციხის მერმა სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა

      გიორგი კოპაძემ, მოსამართლე გია ბერაიას 23 მარტის გადაწყვეტილება, მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამბობენ, რომ ქალაქის მერმა საჩივარი 4 მაისს შეიტანა, მათგან კი სააპელაციო სასამართლოს,  დღეს, 10 მაისს … Continue reading

ახალციხის მერი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

     ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი კოპაძე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ მან ,,მე–9 არხის“ ჟურნალისტს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა.    ,,ვადები მაქვს. გავასაჩივრებ როცა საჭირო იქნება. რას ნიშნავს ნაწილობრივ … Continue reading

გიორგი კოპაძეს „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქალაქის მერის წინაღმდეგ სამოქალაქო დავა მოიგო. მოსამართლემ  გოგოლაურის მოთხოვნა –  გიორგი კოპაძეს ადგილობრივი მედიის საშუალებით მისთვის ბოდიში მოეხადა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  … Continue reading

ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა მოიგო

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქალაქის მერის წინაღმდეგ სამოქალაქო დავა მოიგო. მოსამართლემ  გოგოლაურის მოთხოვნა –  გიორგი კოპაძეს ადგილობრივი მედიის საშუალებით მისთვის ბოდიში მოეხადა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. … Continue reading

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – საქმის განხილვა დასრულდა

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – საქმის განხილვა დასრულდა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე,  მოწმედ ,,მე–9 არხის“ გადაცემა ,,დიალოგის“ წამყვანი რუსუდან გვარამაძე დაიკითხა. ჟურნალისტმა, მოსამართლისა და ადვოკატების მიერ,  10 დეკემბრის გადაცემის გარშემო დასმულ … Continue reading

ჯიმშერ გოგოლაურის სარჩელის განხილვა სასამართლოში გრძელდება

“არ შეიძლება ასეთი ბინძური  ხერხებით პოლიტიკაში წინსვლა” -ეს  განცხადება  გაერთიანებული  დემოკრტიული მოძრაობის რეგიონულმა კოორდინატორმა, სასამართლო  სხდომის  დასრულების შემდეგ გააკეთა. ჯიმშერ გოგოლაურის საჩივრის გამო, სამოქალაქო საქმის განხილვაზე დღეს, მოსამართლემ მტკიცებულებები გამოიკვლია. … Continue reading

ახალციხის მერს, ოპოზიციონერი დეპუტატი, სასამართლოში უჩივის

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონულმა კოორდინატორმა, ჯიმშერ გოგოლაურმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი, ქალაქის მერის წინააღმდეგ შეიტანა. შელახული რეპუტაციის აღსადგენად, დეპუტატი სამოქალაქო წესით იდავებს. გოგოლაური, გიორგი კოპაძეს, ცრუ დასმენასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს … Continue reading

ჯიმშერ გოგოლაურმა პროკურატურას განმეორებითი განცხადებით მიმართა

ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ პროკურატურას განმეორებითი განცხადებით მიმართა, რომ ახალციხის მერის ბრალდებებთან დაკავშირებით ძიება დაიწყოს. “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” რეგიონული კოორდინატორის თქმით,  ახალციხის რაიონული სამმართველოსგან წინა განცხადებაზე პასუხი მიიღო, რომ იგი წარმოადგენს … Continue reading

გიორგი კოპაძე: “კი არ დამკითხეს, ჩემს კაბინეტში იყვნენ და გამომკითხეს”

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატის საჩივარის საფუძველზე, რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის მერიც დაკითხეს. თუმცა გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ეს პროცედურა დაკითხვა კი არა გამოკითხვა იყო და სამმართველოში დაბარების ნაცვლად, გამომძიებელი … Continue reading

სამმართველოში, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი მოწმის სახით დაკითხეს

ახალციხის რაიონულ სამმართველოში დღეს ტელეკომპანია „მეცრე არხის“ გადაცემა “დიალოგის” წამყვანი, მოწმის სახით დაიკითხა. გამომძიებელს  რუსუდან გვარამაძესთან კითხვები, ტელეკომპანიის ეთერში, 10 დეკემბერს გასული გადაცემის ირგვლივ ჰქონდა. ჟურნალისტის თქმით, სამართალდამცველი დაინტერესდა ჩაიშალა … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე