ვარძიის ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა. კედლიდან აღებული ნიმუშები გამოსაკვლევად ლონდონის კურტოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
სოფელ ფერსაში კლუბის შენობის სახურავი დაიწვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში კლუბის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო–სამაშველო სამსახურები, როგორც ახალციხიდან, ასევე ბორჯომიდან.
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ასპინძის გამგეობა დაეხმარა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ დავით ბერიძის ოჯახს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ 3 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით, დაზარალებული ოჯახისათვის სამშენებლო მასალები შეიძინეს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის … Continue reading
ახალციხეში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
თაყაიშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. როგორც ,,მე–9 არხითვის” გახდა ცნობილი, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის ადგილზეა ტელევიზიის … Continue reading
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი იწვის
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში საცხოვრებელი იწვის. გამგეობის წარმომადგენლის ნუგზარ კარკაძის ინფორმაციით, ადგილობრივი მკვიდრის გოჩა ბორჩაშვილის სახლის ერთი ოთახი დაიწვა. საცხოვრებელი, ძირითადად, ხის კონსტრუქციას წარმოადგენდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამაშველო … Continue reading
წყალთბილაში ოგანეს ბალასანიანის საქონლის სადგომი დაიწვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ოგანეს ბალასანიანის საქონლის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა. გამგებლის წარმომადგენლის განმარტებით, მხოლოდ ბოსელი და ზამთრისთვის შენახული თივა დაიწვა. ვართან პეტროსიანის თქმით, ხანძრის საცხოვრებელ სახლზე გადასვლის საშიშროება არ არსებობდა. … Continue reading
ახალციხელის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
9 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე ახალციხელის 15 ნომერში ხანძრი გაჩნდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სათავსო დაიწვა. ოჯახის წევრები გამომწვევ მიზეზებს ვერ ასახელებენ. სათავსოს მეპატრონე მიშა მამუკაშვილი ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად … Continue reading
მოხეში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს ადიგენის გამგეობა ეხმარება
მოხეში, ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოჯახს, ადიგენის გამგეობა საშენი მასალით დაეხმარება. ამის შესახებ თვითმმართველობამ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატთა თანხმობით მიიღო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ოჯახს 12 ტონა ცემენტსა და 170 … Continue reading
მოხეში შავაძეების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ბადრი შავაძეს საცხოვრებელი სახლი და პირუტყვის სადგომი მთლიანად დაეწვა. ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საქონლის გადარჩენა. დამწვარია 20–მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მოხის ტერიტორიულ ერთეულში გამგეობის წარმომადგენლის … Continue reading
სოფელ ტაძრისში ტყის მასივი იწვის
სოფელ ტაძრისში, კოდიანის მხარეს, ბორჯომისა და ასპინძის საზღვარზე ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძრეები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებულია რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობენ ადგილობრივებიც. … Continue reading
ორფოლოში ხანძარი ლოკალიზებულია
ორფოლოში ხანძარი ლოკალიზებულია. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ჩაქრობა სრულად ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ადგილზე რჩება ახალციხის სახანძრო სამსახურის ორი ბრიგადა, რომლიც ცეცხლის მცირე კერების ლიკვიდირებას ცდილობს ორფოლოს პოლიგონის საწვრთნელი ბაზის … Continue reading



You must be logged in to post a comment.