სახალხო დამცველი მოხის სადავო შენობის წარმომავლობის გარკვევას ითხოვს
უჩა ნანუაშვილის სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიდან დაიწყო, სახალხო დამცველი ადგილობრივ მუსლიმ მრევლს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
მოხისა და ჭელის მოსახლეობას საჯარო ლექცია ჩაუტარდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის სოფლებში საჯარო ლექციები ჩაატარა.
რელიგიური ნიშნით მოსახლეობის დაპირისპირების შემთხვევები ადიგენში
სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმი და ქრისტიანი თემი, 30–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად, პირველად დაუპირისპირდა. სოფელში, სადაც 20 ოჯახი მუსლიმი, 80 კი ქრისტიანია, ამჟამად სიმშვიდეა, თუმცა კონფლიქტის შემდეგ, თანასოფლელებს … Continue reading
მამა ნიკოლოზი: “ეს მძიმე ჯვარია ქრისტიანთათვის”
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში სანთლებითა და ხატებით ხელში შეკრებილი სასულიერო პირები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდნენ, უკვე დაიშალნენ. მათ მეჩეთის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა … Continue reading
მინარეთი სოფელ ჭელაში დაბრუნდა
მინარეთი სოფელ ჭელაში ძველ ადგილზე დაბრუნდა. კონსტრუქცია ხელმეორედ 28 ნოემბერს აღიმართა. მუსლიმი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად გვიან ღამემდე მუშაობდა. სოფლის შესასვლელებსა და მეჩეთთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
გოდერძი კუბლაშვილი: ,, დეპუტატების ასეთი უპრინციპობა პირველად ვნახე”
ჭელაში მინარეთის დადგმის ნებართვამ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური გამოიწვია. საკითხმა, რომელიც სპეციალურად გამართულ სესიაზე განიხილეს, დეპუტატებში არაერთგვაროვანი მოსაზრებები გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მინარეთის დადგმასთან დაკავშირებულ საკითხზე თვითმმართველობამ თანხმობა გასცა, საკრებულოს … Continue reading
ჭელაში მინარეთის დადგმის ნებართვა გაიცემა
ჭელაში მინარეთის დადგმის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტი ნებართვას გასცემს. ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები საუბრობენ. მათი თქმით, ჭელის მუსლიმ მოსახლეობას კონსტრუქციის აღმართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზად აქვს.
ჭელაში მცხოვრები ქრისტიანები მინარეთის აღდგენას აპროტესტებენ
სოფელ ჭელაში მცხოვრებმა ქრისტიანმა მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმარველობას განცხადებით მიმართა. ისინი დასახლებაში მინარეთის აღდგენას აპროტესტებენ. აღნიშნული დოკუმენტის პარალელურად, მინარეთის დადგმასთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმთა მოთხოვნა განიხილება.


