გიორგი ზედგინიძე – წარმატებული ფერმერი სოფელ მინაძიდან
სოფელ მინაძეში მცხოვრები გიორგი ზედგინიძე წლებია სასათბურე მეურნეობის განვითარებითაა დაკავებული. იგი საქმიანობას ადრიან გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომით ასრულებს. როგორ დაიწყო და რას გეგმავს გიორგი ზედგინიძე სამომავლოდ – „ფერმერის საათის“ … Continue reading
გიორგი ნათენაძე – წარმატებული მეღვინე ახალციხიდან
29 წლის მეღვინე გიორგი ნათენაძე, უკვე წლებია, ძირძველი, მესხური ვაზის ჯიშების მოძიებით, მისი გახარებითა და ღვინის წარმოებითაა დაკავებული. იგი ამ დროისათვის, ორი სახეობის ღვინოს აწარმოებს. მისი ღვინო არაერთ გამოფენაზე, მათ … Continue reading
ვლადიმერ ინასარიძე – წარმატებული მეფუტკრე სოფელ ადიგენიდან
სოფელ ადიგენის მკვიდრი 65 წლის ვლადიმერ ინასარიძე ფუტკრის 80 ოჯახს უვლის. დამსახურებულმა მეფუტკრემ ორი თვის წინ ფერმერული გაერთიანება „კოოპერატივი მთისა“ ჩამოაყალიბა და ცდილობს რეალიზაციის პრობლემა ამ გზით გადაჭრას. მან საქმიანობა … Continue reading
ვალეში, ზურაბ სამარჯიშვილმა სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
ვალეში მცხოვრებმა ზურაბ სამარჯიშვილმა მოსავლის შესანახად სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. დღეისათვის ოჯახს ბოსტნეულის შენახვა გვიან გაზაფხულამდე შეუძლიათ. ახალგაზრდა ფერმერის საქმიანობა და სამომავლო გეგმები “ფერმერის საათის” სპეციალურ რუბრიკაში წარმატებული ფერმერი.
გალინა ინასარიძე – ტენილი ყველის მწარმოებელი ანდრიაწმინდიდან
სოფელ ანდრიაწმინდაში, გალინა ინასარიძემ ყველის მომზადების ტექნოლოგიები განაახლა. მესხური სამზარეულოს მარგალიტად მიჩნეული პროდუქტის წარმოებით სახელი გაითქვა და არაერთი ჯილდოც მიიღო. რატომ გადაწყვიტა ფერმერმა ქოთანში გატენილი ყველის წარმოება – რეპორტაჟი, „ფერმერის … Continue reading
მერაბიშვილების მეცხოველეობის ფერმა სოფელ უდეში
სოფელ უდიდან მოშორებით, დაახლოებით 6 კილომეტრში ავთანდილ მერაბიშვილის მეცხოველეობის ფერმა ფუნქციონირებს. 66 წლის ფერმერი ცდილობს სიახლეებს ფეხი აუწყოს და ფერმაში ახალი ტექნოლოგიები დანერგოს. ფერმერი ამ დროისათვის ერთი სახეობის ყველს აწარმოებს, … Continue reading
გიორგი ჩილაშვილმა უცხოური გამოცდილება საკუთარ ფერმაში დანერგა
სოფელ ბენარაში მცხოვრები ფერმერი მესაქონლეობას წლებია მისდევს. გიორგი ჩილაშვილმა უცხოური გამოცდილება საკუთარ ფერმაში დანერგა. ფერმერი 40 სულ პირუტყვს, ახლობლების დახმარებით თავად უვლის. მისი საქმიანობისა და წარმატების ხერხები – “ფერმერის საათის” … Continue reading
თამაზ კაპანაძის საკალმახე მეურნეობის 24 წლიანი ისტორია
თამაზ კაპანაძე ურაველში ცხოვრობს. იგი საკალმახე მეურნეობას, დაახლოებით, 24 წელია მისდევს. როგორ დაიწყო ფერმერმა საქმიანობა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – თამაზ კაპანაძის ისტორია „ფერმერის საათის“ რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”. თამაზ … Continue reading


