4 უცხოელი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის 3 და განას რესპუბლიკის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად … Continue reading
სამინისტროებში შტატების შემცირება დაიწყო
სამინისტროებმა ოპტიმიზაცია დაიწყეს. უკვე ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ბაკურიანში, მოთხილამურე პატრულმა მუშაობა დაიწყო
დღეიდან, საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. მათ წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაკურიანში შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.
ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტს, შს მინისტრი გამოეხმაურა
“ადამიანს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და არღვევს კანონს, კანონი უმკაცრესად დასჯის” – ამ განცხადებით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომში, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტს.
“ბორჯომში, ნასვამმა პოლიციელმა მცემა” – ჟურნალისტი გიორგი გასვიანი
ტელეკომპანია ,,იბერიას” ჟურნალისტი აცხადებს, რომ ნასვამმა პოლიციელმა, მიხეილ ხუციშვილმა სცემა.
შსს-ს სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს.
შსს–მ ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შშმ პირებისთვის ინოვაციურ სერვისს ნერგავს
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგა.
სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა, დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
სამართალდამცველებმა ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, ექვსი პირი დააკავეს: 1993 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული მ.ჯ., 1995 წელს დაბადებული უ.ჯ., 1994 წელს დაბადებული ა.ვ., … Continue reading
საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, ნინოწმინდაში მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
ავტომობილის პარკირების წესები, ახალციხეში, სამართალდამცველებზე არ ვრცელდება
ავტომობილის პარკირების წესებს ახალციხეში სამართალდამცველები არ ემორჩილებიან. რუსთაველის ქუჩაზე, კაფე–ბარ „ივერია“–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურზე, ათობით ავტომობილია გაჩერებული, რომლის მფლობელებიც სამართალდამცველები არიან. აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას საგზაო ნიშანი გაჩერება აკრძალულია. თუმცა ძალოვანებისთვის … Continue reading



You must be logged in to post a comment.