,,ვალეში მეტი მხარდაჭერა დაგვჭირდება” – ,,ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია განაახლა
,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, ვალეს მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ნინო ბურჯანაძე ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ, სამცხე–ჯავახეთში სტუმრობისას, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ივანე გვარამაძემ ახალციხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო
„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა. ივერიელის ქუჩის მოსახლეობას ივანე გვარამაძემ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივებს ქალაქის კეთილმოწყობის საკუთარი ხედვა შესთავაზა.
სოფელ დამალის მოსახლეობას საარჩევნო პროცედურები გააცნეს
საარჩევნო საკითხებზე, კენჭისყრის დღესა და პროცედურებზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის მოსახლეობამ, დეტალური ინფორმაცია პირველად მოისმინა.
პაატა ბურჭულაძე ასპინძისა და ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა. პაატა ბურჭულაძე 18 ივნისს, თანაგუნდელებთან ერთად, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს შეხვდა. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ მოძრაობის სამოქმედო გეგმა გააცნო. … Continue reading


