ამომრჩევლის მიერ, სამ კვირაში შეცვლილი პოლიტიკური სიმპათიები
,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა, საპარლამენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში, განსხვავებული შედეგები მიიღეს.
გიორგი კოპაძემ ახალციხის ოლქში 11 924 ხმით გაიმარჯვა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა გამარჯვება მხოლოდ ვალის ორ უბანზე მოიპოვა.
ირაკლი კობახიძე “ნაციონალების” ლიდერებს პროვოკაციული ქმედებებისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს
„ქართული იცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძემ ახალციხე– ადიგენის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან პროვოკაციული ქმედებებისკენ მოწოდების ფაქტებზე ისაუბრა. განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალების ლიდერი გიორგი გაბაშვილი.
,,ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებასა და დემორალიზაციაზეა გადასული” – დავით დარჩიაშვილი
მუსხი–ურავლის გზაზე მომხდარ ინციდენტზე, ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, მოკვლევა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. შსს–ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ დაზარალებული, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია … Continue reading
“ნაციონალების” წევრი “ოცნების” წარმომადგენელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნიკოლოზ ხიზაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერ გიორგი ბალიაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალს სდებს. ხიზაძის მტკიცებით, მუსხი-ურავლის საავტომობილო გზაზე, მათ მხარის გუბერნატორის მანქანიდან გადმოსულმა ბალიაშვილმა კამერა წაართვა.
პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ცვლიან
პოლიტიკურმა პარტიებმა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიებში, ცვლილები განახორციელეს.
,,ვალეში მეტი მხარდაჭერა დაგვჭირდება” – ,,ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია განაახლა
,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, ვალეს მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
“ქართულმა ოცნებამ”, ახალციხე–ადიგენში, “ნაციონალური მოძრაობა” 273 ხმით დაამარცხა
12 721 ხმა “ქართული ოცნება”, 12 448 ხმა “ნაციონალური მოძრაობა” – ცესკოს ვებ–გვერდზე 44–ე ახალცხის ოლქის ყველა ოქმი აიტვირთა, რომლის მიხედვითაც, 5%–იანი სხვაობა 1%–მდე შემცირდა.
ადიგენში ხმათა უმრავლესობა ,,ქართულმა ოცნებამ” და გიორგი კოპაძემ მიიღეს
ადიგენის საარჩევნო ოლქში, ყველაზე მეტი ხმა ,,ქართულმა ოცნებამ” და გიორგი კოპაძემ მიიღო.
“ქართული ოცნების” კანდიდატი ხმის მისაცემად, უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“–ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხისა და ადიგენის ოლქში, საკუთრი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. გიორგი კოპაძემ ხმა ახალციხის 28–ე უბანზე მისცა.
,,სოფლიდან ხელბორკილებით გაგიყვანთო” – ,,ქართული ოცნებისა” და ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაპირისპირება
,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ერთმანეთს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაუპირისპირდნენ.
ახალციხეში „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ სამ შენობას იყენებს
ახალციხეში „ქართული ოცნება“ სამ შენობაშია განლაგებული. აქედან ორი კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს, ერთი– რუსთაველის ქუჩაზე.



You must be logged in to post a comment.