”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ უდეში სასმელი წყლის რეზერვუარი შენდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 1 000 ტონანი რეზერვუარი შენდება, რომლის დასრულების შემდეგაც 1400 ოჯახი სასმელი წყლით, ყოველდღიურად, 18 საათის განმავლობაში ისარგებლებს.

რუმინეთის დელეგაციამ უდეში ამაღლების დღესასწაული აღნიშნა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში,  დღეს, 9 ივნისს,  ამაღლების დღესასწაული ადგილობრივებთან ერთად რუმინეთის დელეგაციამაც აღნიშნა. სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. ლიტურგიის შესრულებაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდისა და ცაიშის … Continue reading

უდეში, უკანონოდ მოჭრილი წიწოვანი მასალა აღმოაჩინეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სამართალდამცველებმა უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის 16 ცალი მრგვალი მორი იპოვნეს. მასალის მესაკუთრის ვინაობა ამ ეტაპზე  დაუდგენელია. შედგენილია შესაბამისი აქტი. უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე, გარემოსდაცვითი … Continue reading

ანთიმოზობა სოფელ უდეში – სახალხო დღესასწაული მეათედ აღნიშნეს

სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე  აღნიშნეს.  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.  დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფლის ცენტრში ღონისძიება მოეწყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმინდა ანთიმოზ … Continue reading

26/06/2015

ანონსი: ანთიმოზობა უდეში

სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე  აღნიშნეს.  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. როგორ იზეიმეს სახალხო დღესასწაული უდეში, ნახეთ დღეს, 26 ივნისს, 21:30 საათზე.

26/06/2015

სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს ზეიმობენ

სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ უკვე აღავლინა. ამ დღესთან დაკავშირებით, სოფელ უდის ცენტრში ადგილობრივი  სიმღერისა და ცეკვის … Continue reading

26/06/2015

უდეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კვლავ რიტუალების სახლი შენდება

უდეში,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტები უკვე შერჩეულია. სპეციალურად გამართულ კრებებზე,  მოსახლეობის გადაწყვეტილებით, რიტუალების სახლის გაფართოება, ნომერ პირველი და  მეორე საბავშვო ბაღის მოწყობა და შიდა საუბნო  გზების რეაბილიტაცია იგეგმება.

06/06/2015

არალში, სახალხო სანახაობა, ,,ბერობანა” გაიმართა

 დღეს, 1 მარტს, სოფელ არალში ტრადიციული ,,ბერობანა” გაიმართა. ადგილობრივებმა  მონღოლების საქართველოში ბატონობის პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მათ ყადის ანუ მთავარი ბერის, მისი დამცველების, ლაზების, აჭარლების, ბოშების, ექიმებისა და ,,ბერობანასათვის” დამახასიათებელი … Continue reading

01/03/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე