სამცხე–ჯავახეთში ცხოველთა იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია მიმდინარეობს
საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენის წარმომადგენლები პროცესს სამცხე–ჯავახეთში დაესწრნენ.
ახალციხეში სურსათის უვნებლობის კუთხით, სახელმწიფო უწყებების ერთწლიანი მუშაობა შეაფასეს
ახალციხეში სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სახელმწიფო უწყებების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობები შეაფასეს. ევროპის ფონდმა ანგარიშის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. მას სამოქალაქო საზოგადოების, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საბავშვო ბაღებისა და სკოლის კვების ბლოკებში მონიტორინგი მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი … Continue reading
ოთარ დანელიამ ახალციხეში სეს–ის რეგიონული სამმართველო და ლაბორატორია მოინახულა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოინახულა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა … Continue reading
ახალციხის „სათნოების სახლმა “ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შენიშვნები მიიღო
ახალციხის „სათნოების სახლის“ თანამშრომლებმა რამდენიმე საკითხზე შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღეს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა დაწესებულების კვების ბლოკი 30 ივლისს შეამოწმეს. როგორც რეგიონული სამმართველოს უფროსი, ლია ბექაური განმარტავს, 3 კაციანი ჯგუფი … Continue reading
სათნოების სახლის ბენეფიციართა პრობლემებით სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა
საკვებად უვარგისი თევზი, გაფუჭებული კვერცხი, უმარილო პური და შედარებით დაბალი ხარისხის ხორცი – ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარები იმ პრობლემებზე ჩივიან, რომლებიც კვების დროს აწუხებთ. ბენეფიციარების უმეტესობა იმაზე ჩივის, რომ ულუფა … Continue reading
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებში მონიტორინგს ახორციელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო საბავშვო ბაღებში მონიტორინგს ახორციელებს. ინსპექტირების ჯგუფი გეგმიურ შემოწმებას, რეგიონის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში ატარებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ, ახალციხეში, სკოლამდელი … Continue reading
სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელ წყალზე მონიტორინგს ახორციელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო, სასმელ წყალზე მონიტორინგს ახორციელებს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ, სინჯები სამი მუნიციპალიტეტის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის საჯარო სკოლებსა და ბაგა–ბაღებში აიღო. სამმართველოს წარმომადგენლებმა ნიმუშები თბილისში შ.პ.ს „ეტალონის“ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
ახალციხის მეხუთე ბაგა–ბაღში ხორცში ნაწლავის ჩხირის ბაქტერია აღმოაჩინეს
ახალციხის მეხუთე ბაგა–ბაღში, გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშში, ნაწლავის ჩხირის ბაქტერია აღმოჩნდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კვლევა, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ ჩაატარა და პროდუქტი ლაბორატორიულად შეამოწმა. ახალციხის ნომერ მეხუთე ბაგა–ბაღში, … Continue reading
გაყინულ პროდუქციაში საშიში მიკროორგანიზმები აღმოჩნდა
სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვას შპს “რაჭას”, შპს “გიოს”, შპს “პროგრესი ალვანისა” და შპს “პინოს” მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და პელმენი. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია … Continue reading
სურსათის ეტიკეტირება და ასოცირების დოკუმენტით გასათვალისწინებული პირობები
სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა მწარმოებელი კომპანიების დაჯარიმდებას იწვევს, თუმცა მოსახლეობის ნაწილი პროდუქტის შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციას არ ამოწმებს. ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, ქვეყანას გარკევეული პირობებს აკისრებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება. დაბა ასპინძაში მდებარე შპს … Continue reading
ახალციხის ოთხმა საბავშვო ბაღმა სურსათის სააგენტოსგან გაფრთხილება მიიღო
ქალაქ ახალციხეში არსებულმა ოთხმა საბავშვო ბაგა–ბაღმა კვების ბლოკის მოწესრიგებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და მათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გარკვეული დრო მისცეს. რა … Continue reading



You must be logged in to post a comment.