”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

  ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ სოფლებში –  ჩუნჩხასა და პტენაში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

ბორჯომში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო.  სოფლის დეპუტატი და რწმუნებული თითოეულ ოჯახში აღწერენ, როგორც განადგურებულ სახნავ-სათეს მიწებს, ასევე დაზიანებულ სახურავებს. სტიქიის შედეგის  სრულად დათვლის შემდეგ გამგეობა მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას … Continue reading

ადიგენში, სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაითვალეს

ადიგენის მუნიციპალიტეტში, 29 მაისის სტიქიისგან მიყენებული ზარალი უკვე დაითვალეს. გამგეობაში ამბობენ, რომ ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას – ხიდებს, გზებს, მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, 88 174 ლარის ზიანი მიაყენა. ზარალის … Continue reading

მუსხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ  მუსხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.  სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ადგილობრივების ნათესები,  ნარგავები და სოფლის შიდა გზები დააზიანა. მუსხის მაცხოვრებლების თქმით, სტიქია სოფელში დაახლოებით, სამის ნახევარზე დაფიქსირდა. დატბორილია ხუთამდე … Continue reading

სამცხე–ჯავახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სამცხე–ჯავახეთში, ნალექისა და ძლიერი ქარის გამო მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. სტიქიამ რეგიონში, ყველაზე მეტად ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ზიანი შედარებით ნაკლებია ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში. თოვლში ჩარჩენილი მგზავრები, … Continue reading

ძლიერმა ქარმა ახალდაბაში სახლებს სახურავი გადახადა

12 ნოემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გარე განათება. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის პირველი მოადგილე … Continue reading

სამცხე–ჯავახეთს სტიქია უტევს

     ჯავახეთში, თოვლში ჩარჩენილი მგზავრები, გადახდილი სახურავები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები – სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას პრობლემები, გუშინდელი წვიმის, თოვლისა და ძლიერი ქარის გამო შეექმნა. ახალციხის მუნიციპალიტეტის … Continue reading

ახალციხის მუნიციპალიტეტი სტიქიამ 6 211 ლარით აზარალა

ახალციხის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი უკვე დათვლილია. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს  საშენი მასალით დაეხმარება, რომლის ღირებულებამაც 6 211 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების შესაძენად გამგეობა ტენდერს გამოაცხადებს, აღნიშნული … Continue reading

ახალციხის გამგეობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალს ისევ ითვლის

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლის. გიორგიწმინდაში, ფერსაში, ანში, გურკელში, აგარაში, აწყურსა და თისელში სპეციალურად შექმნილი კომისია დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და მოსავლის აღწერას აწარმოებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში … Continue reading

წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ მოსავლის 30% გაანადგურა

სეტყვა სოფელ აწურში საღამოს 6-ის ნახევარზე დაიწყო. სტიქიამ 20 წუთის განმავლობაში ვაზი, ხეხილი და ბოსტნეული გაანადგურა.  ადგილობრივების თქმით, მოსავლის გარდა, აწყურში დაზიანებულია სახლების ძველი სახურავებიც. სტიქიამ სოფელი წელს უკვე მესამედ … Continue reading

ახალქალაქის სოფელში სტიქიამ მოსავალი 35 ჰექტარზე გაანადგურა

სოფელ ჩუნჩხის მაცხოვრებლები სტიქიამ დააზარალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარიშხალი 17 აგვისტოს 18:00 საათზე დაიწყო. სტიქია, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მთიდან წამოსულმა ნიაღვარმა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დატბორა. … Continue reading

ქარმა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობას სახურავის ნაწილი ახადა

ძლიერმა ქარმა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობას სახურავის ნაწილი ახადა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა. სახურავის გარდა, რა სახის  ზიანი მიადგა შენობას, ამ დროისთვის უცნობია. ძლიერ ქარს თან წვიმაც ერთვოდა. ადგილზე მობილიზებულნი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე