,,სოციალურმა სამსახურმა ჩემს გაჭირვებაზე თანხა დაზოგა” – ირა ინასარიძე
ირა ინასარიძე პასუხს კითხვაზე – რატომ მოეხსნა მის ოჯახს სოციალური დახმარება, შესაბამისი სამსახურისგან ითხოვს.
ზიკილიაში ჩუბინიძეებს ერთადერთი შემოსავალი – სოციალური დახმარება შეუჩერდათ
სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ნანა ჩუბინიძე ერთადერთი შემოსავლის – სოციალური დახმარების გარეშე დარჩა. ორსულიან ოჯახში არცერთი წევრი მუშაობს. ჩუბინიძეები საერთო საცხოვრებელში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ასაკიდან გამომდინარე, არ იღებენ პენსიას. ყოველდღიურ საკვებს … Continue reading
ლაბაძეების შეჭირვებული ოჯახი, რომელსაც სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა
დალი ხრიკაძე დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. აწყურში მცხოვრებ ლაბაძეების ოჯახს, სოციალურად დაუცველის სტატუსი, რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. სამსულიანი ოჯახის ორ წევრს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მათი შემოსავალი მამა–შვილის … Continue reading
ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში სამართალდამცველები იმყოფებიან
ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 112 -ზე სააგენტოს ხელმძღვანელმა დარეკა. ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ, მათი თქმით, თუ ოჯახი შშმ პირის დატოვების შესახებ განცხადებას … Continue reading
მოხსნილი სოციალური დახმარება ადიგენში და პრეტენზიები აგენტების მისამართით
ადიგენის სოფლებში ადგილობრივები სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ ჩივიან. მაცხოვრებლებს, ძირითადად, პრეტენზია სოციალური აგენტების მიმართ აქვთ. ამბობენ, რომ ისინი საქმიანობას არაკანონიერად ასრულებენ. 76 წლის ცოლ–ქმარი და ავადმყოფ ძმასთან ერთად მცხოვრები ქალბატონი … Continue reading
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრს დავით გოგალაძე ხელმძღვანელობს
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს. პოსტზე დავით გოგალაძე შეირჩა, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას უკვე ასრულებს. გოგალაძესთან ერთად კონკურსი დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებმაც გაიარეს, რომლებიც დანიშვნასთან დაკავშირებით, ბრძანებას ელოდებიან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარების უკანონოდ მოხსნაში ადანაშაულებენ
65 წლის ქალბატონი სააგენტოს სოციალური დახმარების მოხსნას გამო უჩივის. სუსანა პალოიანი ამტკიცებს, რომ მას შემწეობა უსამართლოდ მოუხსნეს. ორი ოთახი, მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ტელევიზორი, ორი საწოლი, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგიდა და სკამები–ასე … Continue reading



You must be logged in to post a comment.