სვირის საარჩევნო უბანზე კომისიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
სვირის მეოცე საარჩევნო უბანზე კომისიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. სხდომა 13 სექტემბერს გაიმართა. წევრების გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბანს ცირა ყიფიანი უხელმძღვანელებს.
სვირის საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს უფლებამოსილება შეუწყდათ
#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სვირის #20 საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მეორედ არჩეულ მდივანს უფლებამოსილება შეუწყდათ. წინადადებას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა.
ახალციხის თემში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს
საგაზაფხულო სამუშაოები და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა – ახალციხის მუნიციპალიტეტში მიწის დამუშავება დაიწყო. ფერმერები ამბობენ, რომ გაზაფხულზე ტექნიკა საკმარისია, რადგან სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიწის ნაკვეთები შემოდგომით დაამუშავა.
მუსხსა და სვირში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუსხში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დეკემბრის თვიდან სოფლის 1 200 მაცხოვრებელს სასმელი წყლის 12–საათიანი მომარაგება ექნება. ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 166 ათასი ლარით ფინანსდება, რომლის … Continue reading
სვირში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი შენდება
სოფელ სვირში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი შენდება. ბაზილიკური სტილის ერთნავიანი ეკლესიის საძირკველი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა. ტაძრის მშენობლობის დაწყებისთვის ძირითად თანხა წარმოშობით სვირელმა უშანგი დალალიშვილმა გაიღო. პროცესში წვლილი … Continue reading


