სტიქია ახალციხეში – განადგურებულია ხეხილი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები
ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი ახალციხეში – სტიქიამ ქალაქი მნიშვნელოვანად აზარალა. განადგურებულია ხეხილი და ნარგავები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ნალექი ჩავიდა ახალციხის ბაზრის შენობაშიც.
ახალქალაქის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ სოფლებში – ჩუნჩხასა და პტენაში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
ბორჯომში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. სოფლის დეპუტატი და რწმუნებული თითოეულ ოჯახში აღწერენ, როგორც განადგურებულ სახნავ-სათეს მიწებს, ასევე დაზიანებულ სახურავებს. სტიქიის შედეგის სრულად დათვლის შემდეგ გამგეობა მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას … Continue reading
ბორჯომი ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ აზარალა
ბორჯომში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. დაიტბორა ქალაქის ქუჩები. სტიქია 15 ივნისს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ბორჯომის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო. წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ეზოები და სარდაფები … Continue reading
მუსხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ადგილობრივების ნათესები, ნარგავები და სოფლის შიდა გზები დააზიანა. მუსხის მაცხოვრებლების თქმით, სტიქია სოფელში დაახლოებით, სამის ნახევარზე დაფიქსირდა. დატბორილია ხუთამდე … Continue reading
ძლიერმა სეტყვამ სოფელ მუსხში, ნათესები და ნარგავები დააზიანა
დღეს, 10 მაისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუსხი დაისეტყვა. უხვმა ნალექმა, ადგილობრივების ნათესები და ნარგავები და სოფლის შიდა გზები დააზიანა. ადგილზე იმყოფება ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი. ჩვენი ჟურნალისტის ინფორმაციით, დატბორილია რამდენიმე … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტი სტიქიამ 6 211 ლარით აზარალა
ახალციხის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი უკვე დათვლილია. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს საშენი მასალით დაეხმარება, რომლის ღირებულებამაც 6 211 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების შესაძენად გამგეობა ტენდერს გამოაცხადებს, აღნიშნული … Continue reading
წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ მოსავლის 30% გაანადგურა
სეტყვა სოფელ აწურში საღამოს 6-ის ნახევარზე დაიწყო. სტიქიამ 20 წუთის განმავლობაში ვაზი, ხეხილი და ბოსტნეული გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, მოსავლის გარდა, აწყურში დაზიანებულია სახლების ძველი სახურავებიც. სტიქიამ სოფელი წელს უკვე მესამედ … Continue reading
სეტყვამ ახალციხის სოფლებში მოსავალი გაანადგურა
სეტყვამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსავალი გაანადგურა. აწყურში, წინუბანში, გურკელსა და თისელში სტიქია, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივების თქმით, მოსავლის გარდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. ახალციხის გამგეობაში განმარტავენ, რომ დასეტყვილ სოფლებში არსებულ … Continue reading
სეტყვამ აწყურში ნათესები მეორედ დააზიანა
სტიქია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში დღეს, 20 ივნისს დაფიქსირდა. სოფლის წარმომადგენლის, ელგუჯა ჯვარიძის თქმით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ხეხილი და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა. “ადრე რაც … Continue reading
აწყურში ცენტრალური საავტომობილო გზის გახსნა ვერ ხერხდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცენტრალური გზა ისევ გადაკეტილია. საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო ნიაღვარმა ცენტრალურ გზაზე ნაშალი მასალა ჩამოიტანა, რის გამოც მოძრაობა შეწყდა. … Continue reading
სეტყვამ ადიგენში 7 სოფელი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქია ყველაზე მასშტაბურად წრესა და პატარა ზანავში დაფიქსირდა. განადგურდა ხეხილი, დაზიანდა სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები, კარტოფილისა და ბოსტნეულის ნარგავები. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სეტყვისა და ძლიერი წვიმის შედეგად, სულ … Continue reading



You must be logged in to post a comment.