”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,პროვოკატორი ღმერთმა შეარცხვინოს“ – დაპირისპირება მოხეში

დაპირისპირება მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის მოხეში სადავო შენობის საკითხის გაჭიანურებამ გამოიწვია. სოფელში მცხოვრები ქრისტიანების მტკიცებით, მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და პროცესები გარე ძალების მიერ ხელოვნურად იმართება. მუსლიმები კი შექმნილ მდგომარეობაზე … Continue reading

GDI: ,,მოხეში, თეონა ბერიძის უფლებებს ვიცავთ”

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ 30 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტს ეწვია. ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ მოხეში ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შეხვდნენ და არსებული ვითარების შესახებ მოსახლეობის პრეტენზიები მოისმინეს.

მოხეში, ღია ცის ქვეშ ლოცვა მართლმადიდებლებმაც დაიწყეს

სოფელ მოხეში მუსლიმების შემდეგ, ღია ცის ქვეშ ლოცვა მართლმადიდებლებმაც დაიწყეს. სადავო შენობასთან მშვიდობის სავედრებელი პარაკლისი ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა მრევლის თხოვნით აღავლინა.

მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის – ადამ შანთაძე

მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით, რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებული არ არის  – ეს განცხადება დასავლეთ საქართველოს მუფტის მოადგილემ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მუსლიმი თემი ე.წ. მოხი კომისიის შეთავაზებას იწუნებს

მოხეში, 30–მდე მუსლიმმა, დღეს ისევ სადავო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ილოცა. მოსახლეობის ეს ნაწილი, ე.წ. მოხის კომისიის შეთავაზებით უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, კლუბის სტატუსით არსებული შენობის საკუთრების გარკვევა … Continue reading

მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სააგენტოსგან, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს

მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მოხის სადავო შენობის საკითხის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ადგილობრივები თვლიან, რომ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, საკმარისი დრო ჰქონდა.

სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა შემოსაზღვრეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. დალუქულია კარ–ფანჯრებიც. 

მოხის სადავო შენობის თაობაზე, თბილისში მართლმადიდებლებს მოუსმინეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, მოხის სადავო შენობის თაობაზე, ამჯერად, მხოლოდ მართლმადიდებლებს მოუსმინეს. სააგენტოს ინფორმაციით,  შეხვედრაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობის ირგვლივ არსებული პრობლემები და მათი მოწესრიგების გზები განიხილეს. შეხვედრას  3 … Continue reading

03/07/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე