”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარება, ვარძიიდან იწყება

ლევან არეშიძე ვარძიის სამონასტრო კომპლექსს გზიდან ათვალიერებს. ეტლით მოსარგებლეებისთვის, ისტორიული ძეგლის მონახულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო შეუძლებელია. 

აწყურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე, სოფელში  სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ამორტიზებული მილსადენის ნაცვლად ახალი პლასმასის მილსადენის, მცირე საინჟინრო … Continue reading

“სათნოების სახლს” რეაბილიტაცია უტარდება

ახალციხეში, კოსტავას ქუჩის №18-ში მდებარე “სათნოების სახლს” სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.  პროექტის ფარგლებში  საკანალიზაციო სისტემისა და სველი წერტილების მოწესრიგება იგემება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება სამზარეულოს, სასადილოსა და დამხმარე ოთახს. ასევე მოხდება შენობის სახურავის … Continue reading

რაბათის ისტორიულ აბანოს რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

რაბათში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული აბანოს გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. 6 ადამიანი კომპლექსს, ჩახერგილობისა და ნაშალისგან წმენდს. შენობის დიდი ნაწილი, მამაკაცთა და ქალთა აუზები და ოთახები მიწითაა ამოვსებული. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგის … Continue reading

ახალციხეში „სამხედრო დასახლების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხეში, რუსთაველის 124 ნომერში მდებარე ეგრეთწოდებული  „სამხედრო დასახლების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში  იგება ასფალტი,  კეთდება ბორდიურები.  გარდა ამისა, ახლო მომავალში დამონტაჟდება განათების ბოძები, მოხდება ტერიტორიის … Continue reading

როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ადიგენის მეორე ადმინისტრაციულ შენობაში?

ეს სამსართულიანი შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მეორე ადმინისტრაციული შენობაა. აქ საოლქო საარჩევნო კომისია, სურსათის ეროვნული სააგენტო, პრობაციის ბიურო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული სამმართველო, სოციალური მომსახურების ცენტრი, ჯანდაცვის … Continue reading

ასპინძაში ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დაბა ასპინძაში ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რომლსაც 900 ათასი ლარი მოხმარდება, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და … Continue reading

კლაუდიო მარგოტინი: ,,ვარძიის გამაგრების ეს მეთოდი საქართველოში პირველია“

ახალი აღმოჩენის შემდეგ კლდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. ვარძიაში დამონტაჟდა აპარატურა, რომელიც ძეგლზე სეისმურ დაკვირვებას ახორციელებს. წინასწარ შერჩეულ, ყველაზე კრიტიკულ ადგილებში კლდის გამაგრების სამუშაოებს ქართველი სპეციალისტები იტალიელ და ინგლისელ კოლეგებთან ერთად … Continue reading

მერიის თანამშრომლის მოასფალტებული ეზო და რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილი ქუჩის ნაწილი

გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ახალციხის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების პროტესტი  გზის რეაბილიტაციას მოჰყვა. აქ მაცხოვრებლები  ჩივიან, რომ ასფალტის საფარს  ქუჩაზე ყველგან არ აგებენ, ნაწილობრივ მონტაჟდება სანიაღვრე არხებიც. წყალგამტარის არარსებობის გამო, … Continue reading

ახალციხეში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა, ახალციხის შიდა უბნებზე  გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ქუთაისი, გოგებაშვილი, თაყაიშვილი, გურამიშვილი  და  მიქუტიშვილი – ეს ის ქუჩებია, რომლებზეც ასფალტის საფარი დაიგება.  ამ ეტაპზე გზების მოხრეშვა … Continue reading

14/07/2015

როდის დაიწყება ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია?

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოშლილი სკამები, მწყობრიდან გამოსული სავარჯიშო ინვენტარი და დაზიანებული მწვანე საფარი–ასე გამოიყურება ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონი.  მისი რეაბილიტაცია ევროსტანდარტების შესაბამისად  უნდა განხორციელდეს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

13/07/2015

ახალციხის გამგებელი სვირის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ ახალციხე – სვირის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები  მოინახულა. ამ ეტაპზე, დასრულებულია 5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის პირველი საფარის დაგება. ასევე, მოწყობილია წყლის გადამყვანი მილხიდები და წყალამრიდი არხები. … Continue reading

08/07/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე