ნინოწმინდის გამგეობა ორ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა კონკურსს აცხადებს. ვაკანტურია გამგებლის წარმომადგენლის პოზიცია სოფელ ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა.
ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე 5 მოწმე დაიკითხა
ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. საქმესთან დაკაშირებით დღეს ხუთი პიროვნება დაიკითხა.
“მრავალფეროვანი საქართველო”–ს კულტურული ღონისძიება ნინოწმინდაში
ნინოწმინდის კულტურის ცენტრში თანამედროვე მწერლებთან შეხვედრა გაიმართა. გივი შაჰნაზარმა, ავთანდილ ბერიძემ და ანაჰიტ ბოსტანჯიანმა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლების ნაწილში მანდატურები შევიდნენ
ახალქალაქისა და ნინოწმინდის რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი სკოლებს პირადად წარუდგინეს. უწყების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, მანდატურის სამსახური სამცხე–ჯავახეთის კიდევ რამდენიმე სკოლაში ამოქმედდება. … Continue reading
ნინოწმინდაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე გაუძღვა. საბჭოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათი სატენდერო პირობების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების … Continue reading
ეშტიის სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ
„პატარა და ლამაზი კუთხე“– ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ნინოწმინდის სოფელ ეშტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ. ახალგაზრდები სხვადასხვა სუვენირის დამზადების წესს გაეცნენ და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს. ორი … Continue reading
მეტეოროლოგიური პირობების გამო ახალციხე–ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვებია
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე – ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, … Continue reading
პატიმრობა და 5 000 ლარიანი გირაო – მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა
ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულებს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. ექვსი ბრალდებულიდან ერთ მათგანს დარიკო შ–ს 5 000 ლარიანი გირაო, ხოლო 5 პირს პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორი ვასილ … Continue reading
მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილიო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. … Continue reading
გადატენილი იარაღის პირში ჩადება, მოგუდვის იმიტაცია და გინება-არტურ იგიტიანმა კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო
გადატენილი იარაღის პირში ჩადება და მუქარა, პოლიეთილენის პარკით მოგუდვის იმიტაცია და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა_დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა არტურ იგიტიანმა, დღეს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი პირი ამოიცნო, რომელიც მისივე თქმით, სასურველი ჩვენების … Continue reading
დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურით დასრულდა
ხმაურით დასრულდა სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართოლოში. დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებისა და მოკლული სარქის აკოფიანის ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. იგიტიანის, ნალბანდიანისა და კარაპეტიანის პროცესზე ბრალდების მხარის 5 … Continue reading
მაიზერ ბაბლუანი: „სამართალდამცველები ქმნიდნენ და თეთრი ძაფით კერავდნენ სიყალბეებს“
დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, არსებითი განხილვით გაგრძელდა. ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის ბრალდებებთან დაკავშირებით ორი მოწმე დაიკითხა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს მთავარის სამმართველოს თანმშრომლებმა გიორგი ფარცახაშვილმა და ელგუჯა ტაბატაძემ, პროცესზე სარქის … Continue reading



You must be logged in to post a comment.