”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

უგულავა-ბოკერიას ფრთამ ”ნაცმოძრაობა” ოფიციალურად დატოვა

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს ოფიციალურად დატოვეს.ლიდერები პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ.

ტარიელ ლონდარიძე: “გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი”

გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ტარიელ ლონდარიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. 

ბესიკ ბექაურმა “ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ბესიკ ბექაურმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, ბექაური განცხადებს სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

დავით დარჩიაშვილი ახალციხე–ადიგენში არჩევნების წაგების მიზეზებზე საუბრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ახალციხე–ადიგენში არჩევნების მეორე ტურში დამარცხების მიზეზებს განმარტავს. დავით დარჩიაშვილის თქმით, “ნაციონალების” წაგება “ოცნების მხრიდან მოსახლეობის დაშინებამ გამოიწვია.

“ნაციონალების” წევრი “ოცნების” წარმომადგენელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნიკოლოზ ხიზაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერ გიორგი ბალიაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალს სდებს. ხიზაძის მტკიცებით, მუსხი-ურავლის საავტომობილო გზაზე,  მათ მხარის გუბერნატორის მანქანიდან გადმოსულმა ბალიაშვილმა კამერა წაართვა.  

“ქართულმა ოცნებამ”, ახალციხე–ადიგენში, “ნაციონალური მოძრაობა” 273 ხმით დაამარცხა

12 721 ხმა  “ქართული ოცნება”, 12 448 ხმა  “ნაციონალური მოძრაობა”   – ცესკოს ვებ–გვერდზე 44–ე ახალცხის ოლქის ყველა ოქმი აიტვირთა, რომლის მიხედვითაც, 5%–იანი სხვაობა 1%–მდე შემცირდა. 

ირაკლი ერეკლიშვილი: “მზად ვარ მეორე ტურში გამარჯვებისთვის”

არჩევნების შედეგების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ახალციხის მერობის კანდიდატმაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ირაკლი ერეკლიშვილმა ყურადღება დარღვევებზე გამახვილა და ქალაქის მოსახლეობას მიმართა. 

აბათხევის 25–ე საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველი უბნის შედეგები მიიტანეს. #25–ე აბათხევის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს. 

„რიგითი მოქალაქის დასაცავად მთელი სახელმწიფო რესურსი გამოიყენეს“ – გელა დემეტრაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ახალციხეში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.

ბიძინა ივანიშვილს “ნაციონალური მოძრაობა” ახალციხეში აქციით დახვდა

“ვანო ბიძინას პირადი პატიმარია”,  “წადი, ბიძინა, წადი!” “ბიძინა ქვეყნის სირცხვილი” – ამ ტრანსფარანტებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა  ახალციხეში საპროტესტო აქცია გამართეს.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ მესხ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო პროგრამა ამჯერად ახალციხეში წარადგინა. ცენტრალურ პარკში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

“ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გამართოს მშვიდობიანი აქცია” – იურისტი “ნაციონალების” შეხვედრაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამომრჩევლებთან შეხვედრას, შემდეგ კი ახალციხის ციხის ქვედა კარიბჭემდე ფეხით მსვლელობას გეგმავს. საქართველოს კონსტიტუციის 25 მუხლის შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებით … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე