მოხის სადავო შენობის თაობაზე, თბილისში მართლმადიდებლებს მოუსმინეს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, მოხის სადავო შენობის თაობაზე, ამჯერად, მხოლოდ მართლმადიდებლებს მოუსმინეს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობის ირგვლივ არსებული პრობლემები და მათი მოწესრიგების გზები განიხილეს. შეხვედრას 3 … Continue reading
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას, მუსლიმები უნდობლობას უცხადებენ
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას, მუსლიმები უნდობლობას უცხადებენ. ისინი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის კომისიის წევრობიდან მოხსნას მოითხოვენ. ამისათვის, მათ 200–მდე ხელმოწერა შეაგროვეს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში … Continue reading
სახალხო დამცველი მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას ითხოვს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგეგობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებთ, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საკითხის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვა … Continue reading
მოხის სადავო შენობის ისტორიულ კუთვნილებას 11 კაციანი ჯგუფი შეისწავლის
სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის შემსწავლელი სპეციალური კომისია შექმნილია. მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, მოხის ცენტრში მდებარე შენობის ისტორიულ კუთვნილებას 11 კაციანი ჯგუფი შეისწავლის. სოფელ მოხეს სადავო საკულტო … Continue reading
მოხესთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2 დეკემბერს გაიმართება
სოფელ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისია, დაახლოებით ერთი თვე არ შეიქმნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მოხესთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2 დეკემბერს იგეგმება, სადაც კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ. … Continue reading
მოხეში არსებული სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა. მშენებელი აცხადებს, რომ ნაგებობის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და მუშებმა შესვენება ითხოვეს. ადგილობრივი მუსლიმები კი ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნაგებობის … Continue reading
მუსლიმები აქციას დილიდან მოხეში გააგრძელებენ
მუსლიმებმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან აქცია შეწყვიტეს. ისინი 24 ოქტომბერს, გამოსვლებს სოფელ მოხეში გააგრძელებენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მუსლიმი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მოხეში არსებული სადავო შენობაზე მშენებლებს სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ … Continue reading
მუსლიმი მრევლის აქცია პოლიციის სამმართველოსთან
მუსლიმი მრევლი, დღეს, 23 ოქტომბერს, ფაართომასშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებს და 14 დაკავებული ახალგაზრდის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.
დაპირისპირება სოფელ მოხეში [video]
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობა საზოგადოების ყურადღების ცენტში კიდევ ერთხელ მოექცა. მუსსლიმმა მოსახლეობამ აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მუსლიმი მრევლის ერთერთმა წარმომადგენელმა პოლიციის … Continue reading
ჯემალ პაქსაძე: „ეს არის პირველ რიგში რელიგიური შეცდომა და ჯამბულ აბულაძის დიდი დანაშაული“
„წინამძღვარი სულიერ ლიდერს ბრალდებებს ვერ წაუყენებს. ეს არის პირველ რიგში რელიგიური შეცდომა და მისი დიდი დანაშაული“ –ასე პასუხობს საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთი ჯემალ პაქსაძე ჭელის მეჩეთის წინამძღვრის ჯამბულ … Continue reading
სოლიდარობის აქცია და მეჩეთის გადაცემის მოთხოვნით გამოწვეული უკმაყოფილება მოხეში
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სოლიდარობის ნიშნად გამართული აქცია ხმაურით დასრულდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სოფლის ცენტრში არსებული შენობის საკითხმა გამოიწვია. მუსლიმი საზოგადოების მოთხოვნით, ნაგებობა მუსლიმურ სალოცავს … Continue reading



You must be logged in to post a comment.