რელიგიის საკითხთა სააგენტომ მუსლიმებს მოხის პრობლემის მოგვარების ვარიანტები შესთავაზა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა დაასრულა. მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებთან ერთად, ზაზა ვაშაყმაძემ პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელა.
მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სააგენტოსგან, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს
მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მოხის სადავო შენობის საკითხის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ადგილობრივები თვლიან, რომ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, საკმარისი დრო ჰქონდა.
რატომ გადაწყვიტა მუსლიმმა მრევლმა სადავო შენობაში ლოცვა?
მას შემდეგ რაც, მოხის სადავო შენობას სამართალდამცველებმა ამკრძალავი ლენტი შემოავლეს, მუსლიმმა თემმა ლოცვის ჩატარება შენობის შესასვლელთან გადაწყვიტა. 15–მდე მათგანმა ნამაზის რიტუალი შეასრულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ ლოცვას მანამდე … Continue reading
სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა შემოსაზღვრეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. დალუქულია კარ–ფანჯრებიც.
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის განცხადება მოხის სადავო შენობაზე
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტმა თეოდორემ პრესკონფერენციაზე შენობაში მუსლიმი მრევლის თვითნებურად შესვლაზე ისაუბრა და შესაბამის სტრუქტურებს მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მრევლის უფლებების დაცვა სთხოვა.
ნინო ბურჯანაძე ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ, სამცხე–ჯავახეთში სტუმრობისას, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მოხისა და ჭელის მოსახლეობას საჯარო ლექცია ჩაუტარდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის სოფლებში საჯარო ლექციები ჩაატარა.
რელიგიური ნიშნით მოსახლეობის დაპირისპირების შემთხვევები ადიგენში
სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმი და ქრისტიანი თემი, 30–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად, პირველად დაუპირისპირდა. სოფელში, სადაც 20 ოჯახი მუსლიმი, 80 კი ქრისტიანია, ამჟამად სიმშვიდეა, თუმცა კონფლიქტის შემდეგ, თანასოფლელებს … Continue reading
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით, კომისიის სხდომა გაიმართა
2 ნოემბერს,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ სხდომა. კომისიის წევრებმა განიხილეს მიმდინარე ეტაპზე შექმნლი … Continue reading
მოხეში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს ადიგენის გამგეობა ეხმარება
მოხეში, ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოჯახს, ადიგენის გამგეობა საშენი მასალით დაეხმარება. ამის შესახებ თვითმმართველობამ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატთა თანხმობით მიიღო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ოჯახს 12 ტონა ცემენტსა და 170 … Continue reading
მოხეში შავაძეების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ბადრი შავაძეს საცხოვრებელი სახლი და პირუტყვის სადგომი მთლიანად დაეწვა. ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საქონლის გადარჩენა. დამწვარია 20–მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მოხის ტერიტორიულ ერთეულში გამგეობის წარმომადგენლის … Continue reading
ადიგენის სოფლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე იმყოფებოდა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამინაურში იმყოფებოდა. ზაზა ვაშაყმაძე მოსახლეობასა და გვარების უხუცესებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მუსლიმი ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელში მათი პრობლემების გაცნობა და შეფასება იყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის მუფტმა მამუკა … Continue reading



You must be logged in to post a comment.