“ფერმერის საათი” – მოსავლის შენახვის ტექნოლოგიები
მოსავლის შენახვის ტექნოლოგიები და სასაწყობე მეურნეობები – რა პირობებში ინახავენ ახალციხელი ფერმერები მოსავალს და როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით? – “ფერმერის საათის” კითხვებს ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგროკონსულტანტი ნუგზარ კაველიძე პასუხობს.
ახალციხელი ფერმერები მოსავალს შესაბამის პირობებში ვერ ინახავენ
ოფიციალური მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მაღალი სტანდარტების მიხედვით, ამ დროისათვის ორი სასაწყობე მეურნეობა სოფელ წნისსა და ვალეში ფუნქციონირებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სამომავლოდ კიდევ ორი საწყობი აშენდება.
სამცხე–ჯავახეთში მოსავლის აღება დაიწყო
წინა წლებისგან განსხვავებით, ჯავახეთში წელს კარგი მოსავალია, თუმცა მოსახლეობა სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. არასაკმარისი ტექნიკის გამო, ადგილობრივებმა, შესაძლოა, ბოსტნეული დროულად ვერ დააბინაონ.
სამცხე–ჯავახეთში, გასულ წელთან შედარებით, 30%–ით ნაკლები მოსავალი მოვიდა
ადიგენის სოფლებში მოსახლეობა მოსავლის სიმცირეზე ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მხარეში რამდენჯერმე დაფიქსირებულმა სეტყვამ, როგორც ბოსტნეული კულტურა, ასევე ხეხილი გაანადგურა. ნაკლები მოსავლიანობის შესახებ საუბრობენ სოფლის მეურნეობის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოშიც. ადიგენის სოფლებში, … Continue reading
სპეციალისტები კარტოფილზე ფასის გაზრდას ვარაუდობენ
სამცხე–ჯავახეთში საშემოდგომო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე მოსავლის აღება მიმდინარეობს. ახალციხის სოფლებში გლეხები ჩივიან, რომ ეს წელი უხვი მოსავლით არ გამოირჩევა. კარტოფილის რაოდენობა მცირეა, ამასთანავე მას მშრალი და სველი სიდამპლე აღენიშნება. … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერმერები კარტოფილის უხარისხობაზე ჩივიან
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტოფილის აღება მიმდინარეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ წელს მოსავალი უხარისხოა. მათი თქმით, კარტოფილს მშრალი სიდამპლე აღენიშნება.


