ბორჯომელი მრევლი სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ბორჯომელმა მრევლმა გერმანიის ეპარქიის ერთ-ერთი დეკანოზის, თამაზ ლომიძის მიერ გავრცელებული განცხადება აქციაზე გააპროტესტა. ადგილობრივები სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
მეუფე სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს
მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, ნათქვამია მეუფე სერაფიმეს წერილში.
მეუფე სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა
მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა. მას შემდეგ რაც მიტროპოლიტმა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია დატოვა, იგი ათონის მთაზე იმყოფებოდა.
მეუფე სერაფიმე ათონის მთაზე მიემგზავრება
ბორჯომისა და ბაკურიანი ყოფილი მიტროპოლიტი საბერძნეთში, ათონის მთაზე მიემგზავრება. 18 სექტემბერს, მრევლი მეუფე სერაფიმეს გასაცილებლად თბილისის სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბა.
საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებაზე
საქართველოს საპატრიარქო ბორჯომ–ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მცირე განცხადებას ავრცელებს. “პირადი თხოვნის საფუძველზე ბორჯობისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა … Continue reading
მეუფე სერაფიმემ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია დატოვა
21 წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ მეუფე სერაფიმემ ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქია დატოვა. საქართველოს საპატრიარქომ ეპარქია დროებით ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორეს ჩააბარა. წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”
მეუფე თეოდორე ორ ეპარქიას უხელმძღვანელებს
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი ორ ეპარქიას უხელმძღვანელებს. მეუფე თეოდორეს საქართველოს საპატრიარქომ ბორჯომ–პაკურიანის ეპარქია დროებით ჩააბარა. აღნიშნულის მიზეზი მეუფე სერაფიმეს მიერ ეპარქიის დატოვებაა. ცვლილება საზოგადოებისთვის ცნობილი დღეს 24 აპრილს ბზობის … Continue reading



You must be logged in to post a comment.