”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვაჟა ჩიტაშვილი გიორგი კოპაძეს მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს

“ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებული კანდიდატი “ქართული ოცნების” კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. ვაჟა ჩიტაშვილი, თითოეულ ამომრჩეველს მადლობას უხდის და საჭიროების შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას ისევ ჰპირდება. 

დავით დარჩიაშვილი ახალციხე–ადიგენში არჩევნების წაგების მიზეზებზე საუბრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ახალციხე–ადიგენში არჩევნების მეორე ტურში დამარცხების მიზეზებს განმარტავს. დავით დარჩიაშვილის თქმით, “ნაციონალების” წაგება “ოცნების მხრიდან მოსახლეობის დაშინებამ გამოიწვია.

საინფორმაციო გამოშვება “ექო” 21:30 საათზე

“მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვება “ექო” 21:30 საათზე.

ცესკო: გიორგი კოპაძე – 69.83%, ვაჟა ჩიტაშვილი – 30.17%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების  69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.17%. 

N38–ე ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა. მან მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დაამარცხა. 

ახალციხის მერის არჩევნებში ვლადიმერ ზედგინიძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

#37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 13–ვე უბნის შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზედგინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი დაამრცხა. 

N44–ე ახალციხე–ადიგენის ოლქში მეორე ტურისთვის მზადება სრულდება

N44–ე მაჟორიტარულ  ოლქში მეორე ტურისთვის მზადება სრულდება. 30 ოქტომბერს ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ახალციხელებს ამავე დღეს კიდევ ერთი არჩევნის გაკეთება მოუწევთ – თვითმმართველი ქალაქის მაცხოვრებლები მერობის … Continue reading

ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. 

ცესკომ მეორე ტურის შესაძლო თარიღად 30 ოქტომბერი განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  მეორე ტურისა და   განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა.

არჩევნების მეორე ტურის თარიღი 27 ოქტომბრამდე გამოცხადდება

 არჩევნების მეორე ტურის თარიღი 27 ოქტომბრამდე გამოცხადდება. არჩევნებისთვის ისევ ემზადება #44–ე ახალციხის ოლქი. აქ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს ხელახლა აირჩევენ. საარჩევნო მარათონი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაიმართება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე