”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხე–ადიგენის ოლქის დეპუტატობის კანდიდატებმა, პირველი დებატები გამართეს

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატებმა, პირველი დებატები გამართეს. ხუთივე მათგანი, დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრში შეკრებილ საზოგადოებას, მათ საარჩევნო პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში, დეპუტატობისთვის ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს

ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. არტაშეს ფალანჯიანი და რობერტ ჯაღაცპანიანი,  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებენ. 

ახალციხე–ადიგენის ოლქში, დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დეპუტატობისთვის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს. ნუგზარ პარუნაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად, #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 13 აგვისტოს დაარეგისტრირა.

,,სამცხე–ჯავახეთში ლიდერი ქალი არ მეგულება“ – ჯუმბერ ინასარიძე

11 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტიდან, სამცხე–ჯავახეთის სამ მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატი რამდენიმე პარტიამ უკვე დაასახელა. მათგან ქალი არც ერთია.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მეტი ქალის ყოფნას, ყველა პოლიტიკური ძალა მიესალმება.

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილია

,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხე–ადიგენში, ბესიკ ხითარიშვილი იქნება.  ამის შესახებ მან ,,მე–9 არხის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

,,ენმ“–ს სიაში, სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენლებიც არიან

პარტია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე მათგანი, სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენელია. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე