”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ვალეში მეტი მხარდაჭერა დაგვჭირდება” – ,,ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია განაახლა

,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე,  ვალეს მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ვაჟა ჩიტაშვილმა ახალციხის თემის 22 საარჩევნო უბნიდან 13–ში გაიმარჯვა

ახალციხის თემის 22 საარჩევნო უბნიდან 13 –ში ვაჟა ჩიტაშვილმა გაიმარჯვა. გიორგი კოპაძემ კი უპირატესობა 9 საარჩევნო უბანზე მოიპოვა. მიღებული ხმების რაოდენობა, მხოლოდ თემის უბნებში ასე გადანაწილდა:  ვაჟა ჩიტაშვილი – 5348 … Continue reading

,,სოფლიდან ხელბორკილებით გაგიყვანთო” – ,,ქართული ოცნებისა” და ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაპირისპირება

,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ერთმანეთს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაუპირისპირდნენ. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს

,,თამაზ მეჭიაური–ერთიანი საქართველოსთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხესა და ადიგენში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.  გოდერძი კუბლაშვილმა  ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა. 

ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს – მაჟორიტარი კანდიდატების პრიორიტეტები

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს, სამი მთავარი პრიორიტეტის დასახელება ვთხოვეთ. საკითხები, რომელზე მუშაობასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ, ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტატი კანდიდატი წარადგინა

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატი დაასახელა. პარტიის სახელით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, შალვა გოგოლაძე მიიღებს. 

ბლოკმა ,,თოფაძე მრეწველები–ჩვენი სამშობლო“ მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

ბლოკმა ,,თოფაძე მრეწველები–ჩვენი სამშობლო,“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა. ტარიელ ხაჩიძე ამომრჩევლებს ბლოკის საბჭოს წევრმა წარუდგინა.

,,ოცნების მხარდამჭერები თავს მეორედ დამესხნენ“ – ბორჯომის დეპუტატობის კანდიდატი

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ შტაბის წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 30 აგვისტოს, ქალაქ ბორჯომში მოხდა. 

,,პატრიოტთა ალიანსი“ ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარ კანდიდატს ცვლის – რა ხდება პარტიაში

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პარტიაში არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში წარადგინა

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სახელით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, მერუჟან კარახანიანი მიიღებს.

რეგიონულ მედიას ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკრიტიკებს

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა და ქალაქის ყოფილმა მერმა, მედიაკავშირ ,, ობიექტივის“ ეთერში, წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი, რეგიონული მედიის კრიტიკით დაიწყო.

,,დაიცავით ჩემი ოჯახის უსაფრთოება“ – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

დაიცავით ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთოება – ამ სიტყვებით დაიწყო საგანგებო ბრიფინგი ახალციხე–ადიგენის ოლქში ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე