ახალციხეში, 60 კურსდამთავრებულს ვერცხლისა და ოქროს მედლები გადაეცა
ახალციხის რესურსცენტრმა, მუნიციპალიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა. განათლების სამინისტროსაგან ჯილდო საჯარო და კერძო სკოლების 60-მა ახალგაზრდამ მიიღო. მედლების გადაცემის ცერმონიაში მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელი პირებიც ჩაერთვნენ.
05/01/2016 · დატოვე კომენტარი


