ახალციხის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს
ახალციხის პირველი პირის სტატუსის მოსაპოვებლად 5 კანდიდატია რეგისტრირებული. ვინ გახდება ახალციხელების რჩეული დღის ბოლოს გაირკვევა. მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს, ცვლილებებსა და მშვიდობას მისცეს.
ახალციხის მერობის კანდიდატმა ივანე გვარამაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
,,პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხის მერობის კანდიდატმა ხმა ახალციხის მე–5 უბანზე მისცა. ივანე გვარამაძე უბანზე მარტო მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
პაატა ბურჭულაძე ახალციხეში ამომრჩეველს შეხვდა
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ახალციხეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პაატა ბურჭულაძემ ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ივანე გვარამაძემ ახალციხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო
„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა. ივერიელის ქუჩის მოსახლეობას ივანე გვარამაძემ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივებს ქალაქის კეთილმოწყობის საკუთარი ხედვა შესთავაზა.


