”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ამორტიზებული წყალგაყვანილობის გამო, თამარაშვილზე კორპუსის სარდაფები იტბორება

წყალი ძველი სისტემიდან თამარაშვილის ქუჩის მე–4 კორპუსის სარდაფებში წლებია წვეთავს. ამორტიზებული წყალგაყვანილობის გამო დატბორილი სარდაფების დანგრევის შიშით, მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს.  

ახალციხეში, ორ ადგილზე, უფასო wi-fi დამონტაჟდა

ახალციხის ციხისა და სადგურის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს უფასო wi-fi–თ  სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ. შესაბამისი მოწყობილობა, ახალციხის ციხისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ,,დელტაკომმა“ დაამონტაჟა.

რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა, ახალციხის მერიას დასახმარებლად მიმართეს

რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებელებმა დასახმარებლად ახალციხის მერიას მიმართეს. ზარალის აღწერისა და შემდეგი რეაგირების მოთხოვნით, განცხადება ადგილობრივებმა 10 ივნისს დაწერეს. სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპურის მობინადრეები ამბობენ, რომ 23 მაისის შემდეგ მათთან არავინ … Continue reading

თამარაშვილის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსში წვიმა ჩადის

თამარშვილის ქუჩაზე სტიქიის შედეგებს ითვლიან. მაშველები სახურავის ნარჩენებისგან ტერიტორიას მეორე დღეა ასუფთავებენ. რვასართულიანი კორპუსის ბოლო სართულის მაცხოვრებლები „მეცხრე არხთან“ ამბობენ, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ისინი არიან, რადგან წვიმის წყალი მათთან … Continue reading

თამარაშვილის ქუჩაზე სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ახალციხეში თამარშვილის ქუჩაზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები ისევ მუშაოებენ. მაშველები მიმდებარე ტერიტორიას, რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე გადახდილი სახურავის ნარჩენებისგან წმენდენ. ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, თამარაშვილის ქუჩის  500–მდე აბონენტს. „ენერგო პრო–ჯორჯიაში განმარტავენ, … Continue reading

ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი  ნაწილობრივ გადახადა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  დაზიანებულია ავტომობილები. ძლიერი ქარი და წვიმა ახალციხეში, დაახლოებით 20:00 საათზე დაფიქსირდა. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის … Continue reading

თამარაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

თამარაშვილის ქუჩის 2 ნომერში მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, სავალი ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. განთავსდა სკამები და ნაგვის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე