ახალციხის მერმა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე გაანათა
ახალციხის მერმა ქალაქის ნაძვის ხე გაანათა. ვლადიმერ ზედგინიძემ ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ახალგაზრდებთან ერთად აანთო, რის შემდეგაც ბავშვებმა ქალაქის პირველ პირთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
ახალციხის მერმა ზედამხედველობის სამსახური გააუქმა
ახალციხის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. ქალაქის პირველმა პირმა ზედამხედველობის სამსახური გააუქმა. ის განყოფილების სახით, მშენებლობის სამსახურს დაექვემდებარება.
ახალციხის ახალმა მერმა ვიცემერი პირველივე სამუშაო დღეს დანიშნა
ქალაქ ახალციხის ახლადარჩეული მერი საქმიანობას დღეიდან, 18 ნოემბრიდან შეუდგა. ვლადიმერ ზედგინიძემ სამუშაო კაბინეტი თანაგუნდელებთან ერთად მოინახულა.
ვლადიმერ ზედგინიძე – მეორე ტურმა კარგი შედეგი იმიტომ მოგვცა, რომ ძალები გავაერთიანეთ
ახალციხის მერობის გამარჯვებულმა კანდადატმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ ამ შედეგის მიღებაში დარწმუნებული იყო. მისივე თქმით, გამარჯვების მიზეზს მეორე ტურისთვის ძალების გაერთიანება წარმოადგენს.
ახალციხის მერის არჩევნებში ვლადიმერ ზედგინიძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა
#37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 13–ვე უბნის შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზედგინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი დაამრცხა.
“ქართული ოცნების” ახალციხის მერობის კანდიდატმა ხმა N1 უბანზე მისცა
“ქართული ოცნების” ახალციხის მერობის კანდიდატმა მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადა. მან ხმა ქალაქის N1 უბანზე მისცა.
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა სამოქალაქო საზოგადოების კითხვებს უპასუხა
რის გაკეთებას აპირებს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში – ამ საკითხზე საუბრით დაიწყო შეხვედრა ვლადიმერ ზედგინიძემ სამოქალაქო სექტორთან.
ვლადიმერ ზედგინიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხეში შეხვედრები დაასრულა.
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მესამე სექტორს შეხვდა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.



You must be logged in to post a comment.