ვაჩიანელები, დედისა და სამი შვილის მკვლელის თანამზრახველების დასჯას მოითხოვენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში მოკლული დედისა და სამი შვილის ნათესავები, ბრალდებულის თანამზრახველების გამოვლენისა და დასჯის მოთხოვნით,სამხარეო სამმართველოსთან შეიკრიბნენ.
ვაჩიანის მკვიდრები დედისა და სამი შვილის მკვლელობის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის მოსახლეობამ, საპროტესტო აქცია გამართა. პოლიციის შენობასთან შეკრებილი ადგილობრივები, დედისა და სამი შვილის მკვლელობის საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვდნენ.
დედისა და შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა, საპატიმროში თავი მოიკლა
სოფელ ვაჩიანში, დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა, საპატიმრო დაწესებულებაში თავი მოიკლა. შემთხვევა 27 აგვისტოს, გლდანის მე–8 საპყრობილეში მოხდა.
პროკურატურა ქაჩოტიანების მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს
ვაჩიანში, დედისა და მისი შვილების მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ აკოფოვს, აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვაჩიანში მოკლული ქაჩოტიანების დაკრძალვაზე სომხეთის ელჩს ელოდებიან
სოფელ ვაჩიანში საზარელი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 37 წლის ქალსა და მის სამ შვილს დღეს, 13 ივლისს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიაზე სომხეთის ელჩს ელოდებიან.
დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს დაკავების კადრები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
დედისა და სამი შვილის მკვლელობის დეტალები ვაჩიანიდან
შსს–ს ინფორმაციით, დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული, მათივე თანასოფლელია. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სოფელში ადგილობრივები მისი დასჯის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
ვაჩიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაჩიანში მომხდარი მკვლელობა გახსნა. დაკავებულია ერთი პიროვნება. ნოდარ ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ვაჩიანში მომხდარ მკვლელობაზე სამი თანასოფლელი დააკავეს – “JNEWS”
ვაჩიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ვრცელდება. სააგენტო “JNEWS “–ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სამი პიროვნება დააკავეს.
ვაჩიანში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის საქმეზე ძიება დაიწყო
სოფელ ვაჩიანში დედისა და შვილების გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის.
ვაჩიანში, დედა და სამი შვილი, წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია
ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, დედასა და გოგონებს ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები აქვთ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.



You must be logged in to post a comment.