”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ინფოგრაფიკა – არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგები ახალციხის მუნიციპალიტეტში

ინფოგრაფიკა – საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგები ახალციხის მუნიციპალიტეტში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ვაჟა ჩიტაშვილი და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – გიორგი კოპაძე.

ამომრჩევლის მიერ, სამ კვირაში შეცვლილი პოლიტიკური სიმპათიები

,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა, საპარლამენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში, განსხვავებული შედეგები მიიღეს.

ვაჟა ჩიტაშვილი გიორგი კოპაძეს მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს

“ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებული კანდიდატი “ქართული ოცნების” კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. ვაჟა ჩიტაშვილი, თითოეულ ამომრჩეველს მადლობას უხდის და საჭიროების შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას ისევ ჰპირდება. 

ცესკო: გიორგი კოპაძე – 69.83%, ვაჟა ჩიტაშვილი – 30.17%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების  69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.17%. 

გიორგი კოპაძემ ახალციხის ოლქში 11 924 ხმით გაიმარჯვა

N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა გამარჯვება მხოლოდ ვალის ორ უბანზე მოიპოვა.

ვაჟა ჩიტაშვილი: “ხმა მივეცი განსხვავებულ აზრს პარლამენტში”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია  ვალის მეცხრე უბანზე დააფიქსირა. ვაჟა ჩიტაშვილი ხმის მისაცემად  მეუღლესთან და შვილთან ერთად გამოცხადდა.

შალვა გოგოლაძე ვაჟა ჩიტაშვილს უპირისპირდება

“თავისუფალი დემოკრატების” რეგიონული კოორდინატორი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს უპირისპირდება. შალვა გოგოლაძე ვაჟა ჩიტაშვილს ცხრა წლის წინანდელ ამბებს უხსენებს.  

ვაჟა ჩიტაშვილმა გიორგი კოპაძეს, პირველ ტურში არჩევნები 1 275 ხმით მოუგო

ცესოს ვებ გვერდზე, N44–ე ახალციხის ოლქის ყველა უბნის ოქმი აიტვირთა. 53–ვე უბნის  მონაცემებით, ვაჟა ჩიტაშვილმა გიორგი კოპაძეს არჩევნები პირველ ტურში 1 275 ხმით მოუგო.

ვაჟა ჩიტაშვილი: “ეს ათმაგი პასუხისმგებლობაა ჩემი მოსახლეობის მიმართ”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, არჩევნების შედეგების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ვაჟა ჩიტაშვილმა მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

09/10/2016 · 4 Comments

ვაჟა ჩიტაშვილმა ახალციხის თემის 22 საარჩევნო უბნიდან 13–ში გაიმარჯვა

ახალციხის თემის 22 საარჩევნო უბნიდან 13 –ში ვაჟა ჩიტაშვილმა გაიმარჯვა. გიორგი კოპაძემ კი უპირატესობა 9 საარჩევნო უბანზე მოიპოვა. მიღებული ხმების რაოდენობა, მხოლოდ თემის უბნებში ასე გადანაწილდა:  ვაჟა ჩიტაშვილი – 5348 … Continue reading

,,ენმ“–ს სიაში, სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენლებიც არიან

პარტია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე მათგანი, სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენელია. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობის ორი კანდიდატი წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სამცხე–ჯავახეთში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში  ახალციხე–ადიგენს ვაჟა ჩიტაშვილი, ხოლო ასპინძა–ბორჯომსა და ახალქალაქის ნაწილს ტარიელ ლონდარიძე წარადგენს. „ერთიანი ნაციონალური … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე