”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

6 დღე წყლის გარეშე – ვალელები პრობლემის მოგვარების მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ

ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ვალის მაცხოვრებლებმა სასმელი წყალი სპეციალური მანქანით მიიღეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 4 იანვარს ვალელების პრობლემის მოგვარება, დროებით, ამ გზით გადაწყვიტა.

ვალეში სასმელი წყალი სპეციალური მანქანით დარიგდება

ქალაქ ვალის მაცხოვრებლებს, თითქმის ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. მოსახლეობა წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ვალეში წყლის მიწოდება ახალ წლამდე ორი დღით ადრე შეწყდა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში წელს 13 000 ტონამდე კომბოსტო აიღეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში კომბოსტოს მოსავალი დააბინავეს. ფერმერებმა წელს 13 000 ტონამდე ბოსტნეული აიღეს. 

ვალესა და ახალციხის სამ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება

ქალაქ ვალესა და ახალციხის სამ სოფელს, 6 დეკემბერს, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ განცხადებას  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

ვალეში ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის კარი დააზიანეს

ვალეში ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის კარი დააზიანეს. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას და ფოტო–მასალას ადგილობრივი მკვიდრი ჯაბა ნათენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რატომ გაიყვანეს ვალიდან სახნავი ტექნიკა საშემოდგომო სამუშაოების დაწყებდე?

ვალიდან, საშემოდგომო ხვნების დაწყებამდე, სახნავი ტრაქტორები გაიყვანეს. ადგილობრივებს მიწის დასამუშავებლად ტექნიკა ახალციხიდან მიჰყავდათ.მათი ნაწილი ტრაქტორების  ქალაქიდან გაყვანას არჩევნების შედეგებს უკავშირებს.

,,ვალეში მეტი მხარდაჭერა დაგვჭირდება” – ,,ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია განაახლა

,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე,  ვალეს მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ვალეში სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ვალეში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიასთან და ცხრა აპრილის ქუჩაზე მიმდინარეობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ახალციხის მუნიციპალიტეტმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ვალეში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდები ერთმანეთს ჭადრაკში, შაშში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ.

თეა წულუკიანმა მიწის რეგისტაციის გამარტივებაზე ახალციხეში შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრი, ახალციხეში, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდა. თეა წულუკიანმა მათ მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. დღესვე მინისტრმა ქალაქ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა, რომლის მშენებლობაც … Continue reading

იუსტიციის მინისტრმა ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. თეა წულუკიანი პროცესს ადგილზე გაეცნო.

ვალის მოსახლეობას, მეხუთე დღეა, სასმელი წყალი არ მიეწოდება

ქალაქ ვალეს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობისთვის, ზაფხულის ცხელი დღეები, ხუთი დღეა, დასახლების ერთადერთ წყაროზე რიგში დგომით იწყება. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე