”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,დიალოგი” – პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო პერიოდზე

ოთხთვიან საარჩევნო მარათონს სამოქალაქო სექტორის, პარტიებისა და კანდიდატების წარმოადგენლები, ,,მე–9 არხის” პირდაპირ ეთერში აჯამებენ.

,,დიალოგი” – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ტელედებატები

გადაცემაში მონაწილეობენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები. 

“დიალოგი” – ახალციხის მერობის კანდიდატები ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე

რას ფიქრობენ ახალციხის მერობის კანდიდატები ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე, ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრაზე და როგორ წარმოუდგენიათ მერის როლი თვითმმართველობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე – მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამა. 

,,დიალოგი” – ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, ცხრა რეგისტრირებული კანდიდატია. რას ჰპირდებიან ამომრჩეველს და როგორ აპირებენ ადგილობრივების პრობლემების გადაჭრას – კანდიდატები პირდაპირ ეთერში.

,,დიალოგი” – ახალციხის მერობის კანდიდატები

ახალციხის მერობის ყველა კანდიდატის ვინაობა ცნობილია.  მათი რეგისტრაციის ვადა 8 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. საბოლოო მონაცემების მიხედვით, 8 ოქტომბერს ახალციხელებს არჩევანის გაკეთება 5 კანდიდატს შორის მოუწევს. 

,,დიალოგი“ – მზადება ახალციხის მერის არჩევნებისთვის

8 ოქტომბერს ახალციხელ ამომრჩეველს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, კიდევ ერთი არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხეში მერის შუალედური არჩევნებიც იმართება.

“დიალოგი” – ადრეული ქორწინება

ადრეული ქორწინება – საკითხი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. მიუხედავად ამისა, საქართველოში მცხოვრები ქალების მინიმუმ 17% არასრულწლოვანია დაქორწინებული. 

,,დიალოგი” – დეპუტატობის კანდიდატის კრიტიკა რეგიონული მედიის მიმართ (გადაცემის მეორე ნაწილი)

ახალციხის ყოფილი მერი და ახლა უკვე ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეგიონულ მედიას კვლავ აკრიტიკებს და ადგილობრივი მედიასაშუალებების დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, მმართველი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს.

,,დიალოგი” – საკადრო ცვლილებები ახალციხის მერიაში

ქალაქ ახალციხის მერმა თანამდებობა დატოვა. წასვლამდე, გიორგი კოპაძემ, ახალციხის ციხის დირექტორად მისი პირველი მოადგილე, ზაზა თამარაშვილი დანიშნა.

“დიალოგი” – მემკვიდრეობა და ქალის უფლება

საქართველოს კონსტიტუციით, ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან. თუმცა ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკით, მშობლების ქონების უმეტესი ნაწილი ვაჟს რჩება, რასაც ძირითადად, ტრადიციას და ადათ–წესებს მიაწერენ.

,,დიალოგი” – NDI-ს კვლევის შედეგების განხილვა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, საგარეო ურთიერთობებს, მედიას და ა.შ.

“დიალოგი” – არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების პრობლემები

არაქართულენოვანი მოსახლეობის 53 % ქართულ ტელეარხებს არ უყურებს, 50 % – რუსეთს საფრთხედ არ აღქვამს. 63 %–ს არ აინტერესებს საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის საგარეო კურსი. 61 % –ს კი შიდაპოლიტიკა … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე