”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის საკრებულოსა და მერიაში, სახელფასო დანამატის სახით, 217 ათას ლარამდე გაიცა

ცხრა თვის განმავლობაში, ქალაქ ახალციხის საკრებულოსა და მერიაში, დანამატის სახით, 217 ათასამდე ლარია გაცემული. აღნიშნული ინფორმაცია ,,მე–9 არხმა” ოფიციალურად გამოითხოვა.

ქალაქ ახალციხის საკრებულო ანგარიშვალდებულ და ღია დაწესებულებად დასახელდა

2016 წელს, ერთ–ერთ ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად, ქალაქ ახალციხის საკრებულო დასახელდა. სიგელი წარმომადგენლობით ორგანოს გადაეცა.

დავით ლომიძე: ,,გასულ წელს, დეპუტატებს ამომრჩეველთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ“

,,გასულ წელს, დეპუტატებს ამომრჩეველთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ“ – ნათქვამია ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშში, რომელიც დავით ლომიძემ დღეს, საკრებულოში, 2016 წლის პირველ სხდომაზე წარადგინა. ერთი თვის არჩეულმა თავმჯდომარემ პირობა დადო, … Continue reading

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა

ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა. იგი ფარული კენჭისყრით დეპუტატებმა დღეს, 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, აირჩიეს. საკრებულოში თავმჯდომარეობის მსურველის ორი  განაცხადი შევიდა:  ესენია ზურაბ სადათიერაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და … Continue reading

ქალაქ ახალციხეში საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ

ქალაქ ახალციხეში საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ.  ამ დროისათვის, საკრებულოში თავმჯდომარეობის მსურველის ორი განაცხადია შესული. “ქართულმა ოცნებამ” დავით ლომიძის კანდიდატურა დაასახელა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზურაბ სადათიერაშვილის. საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევენ. რიგგარეშე … Continue reading

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს დეპუტატებს შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. რიგგარეშე სხდომაზე, დავით ლომიძემ ამჟამინდელი საკრებულოს წევრთა არჩევის დღიდან, ანუ 2014 წლის 14 ივნისიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე ისაუბრა. … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე