”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამინისტროებში შტატების შემცირება დაიწყო

სამინისტროებმა ოპტიმიზაცია დაიწყეს. უკვე ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ბაკურიანში, მოთხილამურე პატრულმა მუშაობა დაიწყო

დღეიდან, საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. მათ წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაკურიანში შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.

ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტს, შს მინისტრი გამოეხმაურა

“ადამიანს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და არღვევს კანონს, კანონი უმკაცრესად დასჯის” – ამ განცხადებით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომში, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტს. 

შსს–მ ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შშმ პირებისთვის ინოვაციურ სერვისს ნერგავს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგა.

შს მინისტრი ახალციხეში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა

შს მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში,  გასვლითი თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილი თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ახალციხეში შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე შს მინისტრმა რეგიონების მიხედვით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე