”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის პირველი მერის შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები

რომელი დაპირება შეასრულა და რომელი პროექტების განხორციელება ვერ მოასწრო ახალციხის პირველმა მერმა? რატომ ვერ ხერხდება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება? – ახალციხელები შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებზე მსჯელობენ. 

ინფოგრაფიკა – არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგები ახალციხის მუნიციპალიტეტში

ინფოგრაფიკა – საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგები ახალციხის მუნიციპალიტეტში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ვაჟა ჩიტაშვილი და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – გიორგი კოპაძე.

ამომრჩევლის მიერ, სამ კვირაში შეცვლილი პოლიტიკური სიმპათიები

,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა, საპარლამენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში, განსხვავებული შედეგები მიიღეს.

არჩევნების მეორე ტური – შედეგები და შეფასებები

მეორე ტურში გამარჯვება ქართულმა ოცნებამ ფოიერვერკით აღნიშნა. ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატმა ოპონენტს თითქმის 40 %–ით აჯობა.  „ქართული ოცნება“ მეორე ტურში გამარჯვებას მთელი ღამე ზეიმობდა.

ცესკო: გიორგი კოპაძე – 69.83%, ვაჟა ჩიტაშვილი – 30.17%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების  69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.17%. 

N38–ე ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა. მან მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დაამარცხა. 

გიორგი კოპაძემ ახალციხის ოლქში 11 924 ხმით გაიმარჯვა

N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა გამარჯვება მხოლოდ ვალის ორ უბანზე მოიპოვა.

,,იყო შეცდომები, რაც პირველი ტურის შედეგზე აისახა” – გიორგი კოპაძე

ჩემი ხმა საქართველოს მომავალს და გამარჯვებულ ძალას მივეცი – ეს განცხადება ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

,,ვალეში მეტი მხარდაჭერა დაგვჭირდება” – ,,ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია განაახლა

,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე,  ვალეს მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ადიგენში ხმათა უმრავლესობა ,,ქართულმა ოცნებამ” და გიორგი კოპაძემ მიიღეს

ადიგენის საარჩევნო ოლქში, ყველაზე მეტი ხმა ,,ქართულმა ოცნებამ” და გიორგი კოპაძემ მიიღო.

ვაჟა ჩიტაშვილმა ახალციხის თემის 22 საარჩევნო უბნიდან 13–ში გაიმარჯვა

ახალციხის თემის 22 საარჩევნო უბნიდან 13 –ში ვაჟა ჩიტაშვილმა გაიმარჯვა. გიორგი კოპაძემ კი უპირატესობა 9 საარჩევნო უბანზე მოიპოვა. მიღებული ხმების რაოდენობა, მხოლოდ თემის უბნებში ასე გადანაწილდა:  ვაჟა ჩიტაშვილი – 5348 … Continue reading

“ქართული ოცნების” კანდიდატი ხმის მისაცემად, უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“–ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხისა და ადიგენის ოლქში, საკუთრი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. გიორგი კოპაძემ ხმა ახალციხის 28–ე უბანზე მისცა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე