,,ვალეში მეტი მხარდაჭერა დაგვჭირდება” – ,,ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია განაახლა
,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, ვალეს მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ბორჯომი–ასპინძის ოლქში გედევან ფოფხაძე 53.81%–ით ლიდერობს
N45-ე ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში ხმათა უმრავლესობა გედევან ფოფხაძემ მიიღო. “ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატს მხარი ამომრჩევლების 53.81%–მა (6801 ხმა) დაუჭირა.
გიორგი კვირიკაშვილი სამცხე–ჯავახეთში მხარდამჭერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა და „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
პრემიერი მაჟორიტარობის კანდიდატებს ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ასპინძასა და ბორჯომში წარადგენს
საქართველოს პრემიერ მინისტრი და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული-საქართველო“-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 22 აგვისტოს ახალქალაქი–ნინოწმინდისა და ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატებს ამომრჩეველს წარუდგენს.
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, გედევან ფოფხაძის ძმას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მმართველი პარტიიდან, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი გიუაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, გედევან ფოფხაძის ძმა და ,,ქართული ოცნების“ ათამდე მხარდამჭერი, გიუაშვილსა და … Continue reading
არის თუ არა ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობა – საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ახალციხეში
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს, რომელიც ქორწინებას და ოჯახის მცნებას განმარტავს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა, კანონპროექტთან დაკავშირებით, რეგიონის მოსახლეობის აზრი მოისმინეს. დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ ცვლკილებების შეტანას მხარი დაუჭირა. არის თუ არა ოჯახი … Continue reading
ბორჯომში უსახლკაროთა პრობლემით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება
ბორჯომში, ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესახლებულები, ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ ჰპირდება, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატი ირწმუნება, რომ პრობლემით დაინტერესდება და ოჯახებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.



You must be logged in to post a comment.