“შენი ხმა ჩვენი მომავალი” – გამოფენა სამხატვრო სკოლაში
,,შენი ხმა ჩვენი მომავალია“ – ამ თემატიკაზე ახალციხის სამხატვრო სკოლაში ნახატების გამოფენა გაიმართა.
ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ნივთების გამოფენა ახალციხეში
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამხანაგობის „ისინი ჩვენ შორის არიან“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა მოეწყო.
მერი მერაბიშვილი – ექვსი წლის ხელოვანი ახალციხიდან
ახალციხის კერძო სკოლის მოსწავლე ექვსი წლის მერი მერაბიშვილი სხვადასხვა სახის ნამუშევრებს ქმნის. გამოძერწილი ფიგურები, ნახატები და აპლიკაციები დღეს, 1 ივნისს, სკოლის დარბაზში გამოიფინა. პატარა ხელოვანის პერსონალური გამოფენა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო … Continue reading
საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა ახალციხეში [photo]
ახალციხეში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრმა, საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა გამოფინა. წელს, პირველად ქართული წარმოების – ,,დელტას“ საბრძოლო აღჭურვილობის ელემენტებიცაა წარმოდგენილი. გამოფენა 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ახალქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს გამოფენა მიეძღვნა
ახალქალაქში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები. მისი დათვალიერება ახალქალაქში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ … Continue reading
ახალციხის ციხეზე ბულგარეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა გაიხსნა
ბულგარეთის საელჩოს ორგანიზებით, ახალციხის ციხეზე გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით – „ბალკანეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა: მე–6 – მე–18 საუკუნეები“. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის დიდი ადგილი პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვის მონასტრიდან ხატებს, ხელნაწერებსა და ფრესკებს … Continue reading
ახალქალაქში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, რეგიონულ ტურნეს მართავს, რომლის ფარგლებში ახალქალაქში, 19 მაისს, გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში … Continue reading
ახალციხის სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
ახალციხის სამხატვრო სკოლაში გამოფენა გაიხსნა, რომელიც სააღდგომო–საგაზაფხულო თემატიკას მიეძღვნა. მონაწილეებმა საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს, რომელიც მათ სასწავლო წლის განმავლობაში შექმნეს. ავტორები: მარი ნარიმანიძე, ნანა ინასარიძე
ახალციხის სამხატვრო სკოლაში, ახალი წლის თემაზე, გამოფენა გაიმართა
ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, კერამიკა, ვიტრაჟი, მინაზე და თიხაზე შესრულებული ნამუშევრები – ახალციხის სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე სემესტრული გამოფენა გაიმართა. ღონისძიება სამხატვრო სკოლის დირექტორის ინიციატივით მოეწყო. მასში მონაწილეობა 220 მოსწავლიდან 50-მა … Continue reading
ზაირა კელაპტრიშვილი: “მიხეილ იაძე მესხი ფიროსმანია”
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძის ნამუშევრები გამოიფინა. ნამუშევრები აუდიტორიას ხელოვანის შვილმა ზურაბ იაძემ წარუდგინა და შეკრებილ საზოგადოებას მათი შექმნის ისტორიაც უამბო. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხელოვნებით დაინტერესებული … Continue reading
ახალციხეში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა მოეწყო
მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ფოიეში თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებლისათვის აქ წარმოდგენილი იყო, XIII-XVI საუკუნეების ქართული ჰერალდიკა, ორდენები, სავაჭრო რუკები, სახელმწიფო ჯილდოები და ჰერალდიკის ისტორიული წყაროები. გამოფენა … Continue reading
„აღდგომიდან – ამაღლებამდე“ – გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში
„აღდგომიდან – ამაღლებამდე“ – ამგვარი სახელწოდების გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში გაიხსნა.ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია – ამ და სხვა სახეობაში შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს დღეს 13;00 საათიდან დღის ბოლომდე შეეძლო. სკოლის … Continue reading



You must be logged in to post a comment.