”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში სატყეო რეინჯერს ავტომანქანა დაუწვეს

20 მაისს, გამთენიისას, ახალდაბაში, ბლიაძეების ოჯახი ხმაურმა გამოაღვიძა. ეზოში გასულ ოჯახის უფროსს საკუთარი ავტომანქანა ცეცხლში გახვეული დახვდა. ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველის გარდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, … Continue reading

ბორჯომში, შოთა რუსთაველის 850 წლისთავი ღონისძიებით აღნიშნეს

ბორჯომში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საღამო „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე, ბორჯომელი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. გამოფენილ ნივთებს შორის იყო საკვირაო სკოლისა და საჯარო სკოლების მოსწავლეების … Continue reading

მუშების გაფიცვის გამო, ბორჯომის იუსტიციის სახლის მშენებლობა შეჩერდა

ბორჯომში, იუსტიციის სახლის მშენებლობა, ერთი კვირაა შეჩერდა. 70–მდე დასაქმებული იმის გამო გაიფიცა, რომ რამდენიმე თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. მუშები სამუშაოების დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ სამშენებლო კომპანია დავალიანებას, … Continue reading

მიხეილ გიორგაძე ბორჯომში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბორჯომში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციას დაესწრება. შეხვედრა გამგეობის სხდომათა დარბაზში 18 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება. პრეზენტაციას უწყების პირველ პირთან ერთად მინისტრის მოადგილე ლევან … Continue reading

ბორჯომში უსახლკაროთა პრობლემით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება

ბორჯომში, ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესახლებულები, ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება  მათ დახმარებას  ვერ ჰპირდება, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატი ირწმუნება, რომ პრობლემით დაინტერესდება და ოჯახებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.

ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში “ოცნების” ორგანიზაციების თავმჯდომარეები აირჩიეს

კახა კალაძემ და “ქართული ოცნების” წევრებმა  ბორჯომში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  აირჩიეს.  პარტიის აღმასრულებელმა  მდივანმა მედიასთან კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.  აქ მხოლოდ ერთი –  ბორჯომის გამგებელის დიმიტრი ყიფიანის კანდიდატურა იყო წარდგენილი … Continue reading

კახა კალაძე და “ოცნების” წევრები რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ირჩევენ

კახა კალაძე და “ქართული ოცნების” წევრები  ბორჯომში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ირჩევენ. პარტიის გენერალურმა მდივანმა მედიასთან კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ ერთი – დიმიტრი ყიფიანის კანდიდატურაა წარდგენილი. ბორჯომში … Continue reading

სოფელ ყვიბისში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბორჯომის სოფელ ყვიბისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 102 ათასი ლარის ფარგლებში, შენობა კეთილმოეწყო და ინვენტარით აღიჭურვა. რეაბილიტირებული შენობა ოფიციალურად სამცხე–ჯავახეთის გუნერნატორმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს. მათი … Continue reading

ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი ორი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევებს უკანონო სახერხები ადიგენის სოფელ ზარზმაში და ბორჯომის სოფელ ყვიბისში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. სახერხების ტერიტორიაზე ნანახი … Continue reading

მაშველები მდინარე მტკვარში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ბორჯომში, მდინარე მტკვარში დაკარგულ ხვიჩა მურაჩაშვილს უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. 1978 წელს დაბადებული მამაკაცი გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა. როგორც ბორჯომის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მტკვარში დაკარგულის … Continue reading

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბორჯომის ქარხანას ესტუმრნენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბორჯომის #1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ.  ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „ბორჯომის“ წარმოების პროცესს გაეცნენ.  მათ  კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა. ლევან ბაღდავაძე დიპლომატიური … Continue reading

ბორჯომში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოვლინდა

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურთან ერთად განხორციელებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელის მიერ სამარალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკირეში ხე-ტყის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე