ბორჯომში, 55 დევნილ ოჯახს, ბინები გადაეცა
ბორჯომში, დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების გადასაცემად ჩამოსულ სოზარ სუბარს, უკმაყოფილო მოსახლეობა დახვდა.
“ბორჯომში, ნასვამმა პოლიციელმა მცემა” – ჟურნალისტი გიორგი გასვიანი
ტელეკომპანია ,,იბერიას” ჟურნალისტი აცხადებს, რომ ნასვამმა პოლიციელმა, მიხეილ ხუციშვილმა სცემა.
შსს–მ ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი გამართა.
„ენერგო პრო ჯორჯია” ბორჯომში, 150 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს
„ენერგო პრო ჯორჯია“ ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. კომპანიას ბორჯომში ორ კილომეტრიანი ახალი მიწისქვეშა საკაბელო ხაზი გაჰყავს, რისთვისაც 150 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
ბორჯომი–ასპინძის ოლქში გედევან ფოფხაძე 53.81%–ით ლიდერობს
N45-ე ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში ხმათა უმრავლესობა გედევან ფოფხაძემ მიიღო. “ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატს მხარი ამომრჩევლების 53.81%–მა (6801 ხმა) დაუჭირა.
ბორჯომსა და იაპონიის ქალაქ ნისეკოს დამეგობრებას საფუძველი ჩაეყარა
ბორჯომსა და იაპონიის ქალაქ ნისეკოს დამეგობრებას საფუძველი ჩაეყარა. ბორჯომს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და ჰოკაიდოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
,,ოცნების მხარდამჭერები თავს მეორედ დამესხნენ“ – ბორჯომის დეპუტატობის კანდიდატი
ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ შტაბის წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 30 აგვისტოს, ქალაქ ბორჯომში მოხდა.
ბორჯომის ტყეში ათასობით კუბურ მეტრ ხეს ჭრიან
ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ასობით კუბურ მეტრ წიწვოვან ხეებს ჭრიან. საკურორტო ქალაქში ამბობენ, რომ ტყეს ქერქიჭამია ხოჭო – ,,ტიპოგრაფი“ შეესია, რის გამოც სანიტარული ჭრების დაწყება გახდა საჭირო. წინასწარ დანომრილი და შერჩეული … Continue reading
ბორჯომში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. სოფლის დეპუტატი და რწმუნებული თითოეულ ოჯახში აღწერენ, როგორც განადგურებულ სახნავ-სათეს მიწებს, ასევე დაზიანებულ სახურავებს. სტიქიის შედეგის სრულად დათვლის შემდეგ გამგეობა მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას … Continue reading
წყალში დაგებული ასფალტი ბორჯომში, უკანვე აიღეს
ბორჯომში ერეკლეს ქუჩაზე ძლიერი წვიმის დროს დაგებული ასფალტი კომპანიამ უკანვე აიღო. 15 ივნისს, „ჰედეფ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა მუშაობა არც ძლიერი წვიმის შემდეგ შეწყვიტეს და ასფალტის დაგება წყლით სავსე გზაზე გააგრძელეს. შედეგად, ადგილობრივების … Continue reading
ბორჯომი ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ აზარალა
ბორჯომში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. დაიტბორა ქალაქის ქუჩები. სტიქია 15 ივნისს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ბორჯომის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო. წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ეზოები და სარდაფები … Continue reading
ბორჯომში იუსტიციის სახლი გაიხსნა
იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ბორჯომელებსაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეჩვიდმეტე ფილიალი ბორჯომში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ბორჯომის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელი უმაღლეს ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. … Continue reading



You must be logged in to post a comment.