”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

27 და 28 იანვარს “ბაკურიანობა 2017” აღინიშნება

27 და 28 იანვარს ბაკურიანში სახალხო დღესასწაული “ბაკურიანობა 2017” აღინიშნება. ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა. 

ბაკურიანში, მოთხილამურე პატრულმა მუშაობა დაიწყო

დღეიდან, საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. მათ წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაკურიანში შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.

ბაკურიანში ფეკალური მასა სანიაღვრე არხში მოედინება

ბაკურიანში, ადგილობრივები და დამსვენებლები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობა წუხს, რომ დაბაში ფეკალური მასა გზაზე ღიად მოედინება. 

გირგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში ატრაქციონი – ე.წ. „ტობოგანი“ გამოსცადა

დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი – სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს. ატრაქციონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პირადადაც გამოსცადა.

ბაკურიანში თაღლითობის ბრალდებით, მიწის კიდევ ერთი მფლობელი დააკავეს

ე.წ „ბაკურიანის საქმეზე“ კიდევ ერთი პიროვნება დააკავეს. ადგილობრივი მცხოვრები   ალექსანდრე ბოლოთაშვილი დღეს 24 მაისს, სამართალდამცვლებმა ბაკურიანში აიყვანეს. ბრალდებულის მხარდასაჭერად დღესვე მოსახლეობა შეიკრიბა და მისი დაკავება გააპროტესტა. „ეს არის  ტერორი ბაკურიანელებზე … Continue reading

ბაკურიანელები მიწებს პროკურატურის ზეწოლის შედეგად თმობენ – გოჩა სანაკოევი

სახელმწიფო უწყებების შეცდომაში შეყვანა, დაბა ბაკურიანში მცხოვრებ, 38 ადამიანს ბრალდება. დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მოთხოვნით, ახალციხის რაიონულმა სასმართლომ, 24 თებერვალსა და პირველ მარტს დააყადაღა. 30–მდე ბაკურიანელი დღეს სამცხე–ჯავახეთის … Continue reading

19-20 მარტს “ბაკურიანობა” 2016 გაიმართება

19-20 მარტს “ბაკურიანობა” 2016 გაიმართება. მას ორგანიზებას ბორჯომის მუნიციპალიტეტი გაუწევს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება. 19 მარტს სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლებს დიდველი, სადაც  გიგანტური სლალომი მოეწყობა. სლალომის … Continue reading

თავდაცვის მინისტრი ბაკურიანში სამთო მომზადების კურსს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაკურიანში სამთო სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროების სამთო მომზადების კურსს დაესწრო. თინათინ ხიდაშელის თქმით, საჩხერის სამთო მომზადების ცენტრი პიონერია საქართველო–ნატოს ურთიერთობებში. წელს  ცენტრს 10 წელი უსრულდება. … Continue reading

შსს–მ ბაკურიანში ,,ბიო” ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გიორგი … Continue reading

ბაკურიანში ,,ყინულის ქანდაკებების ფესტივალის“ დასკვნითი საღამო გაიმართა

ბაკურიანში ,,ყინულის ქანდაკებების ფესტივალის“ დასკვნითი საღამო გაიმართა. 15–მა  ვეტერანმა მოქანდაკემ საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინა. თითოეული  ქანდაკება   ,,მშვიდობის“ თემატიკას ატარებდა. ავტორებმა მათი შექნისათვის მუშაობა 2 იანვარს დაიწყეს და ძველით ახალი წლის … Continue reading

ბაკურიანში უბედურ შემთხვევას, დამსვენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბაკურიანში უბედურ შემთხვევას, დამსვენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა კურორტზე 9 იანვარს მოხდა.  ახალგაზრდა ცოლ–ქმარი „ბურანით“ სეირნობის დროს დაშავდნენ. დაშავებული ბორჯომის “ჯეო–ჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.  ახალგაზრდა ქალს თავის ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა. მოგვიანებით, მდგომარეობის … Continue reading

ბაკურიანში, ყინულის ფესტივალზე ქანდაკებებს ვეტერანები წარადგენენ

ყინულის ქანდაკებების ფესტივალის 12 წლიან ტრადიციას წელს ვეტერანები აგრძელებენ. 15 მონაწილე საზოგადოებას „მშვიდობის“ თემაზე შექმნილ ნამუშევრებს წარუდგენს. ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი მიზნად, მომავალი თაობისთვის ვეტერანების საქმიანობის გაცნობას ისახავს. ღონისძიებას ორგანიზებას წელს ვეტერანების … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე