ახალციხელობა 2016
ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული აღინიშნა. დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე იზეიმეს მართლმადიდებლურ ტაძრებში, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა.
რას გეგმავს ახალციხის მერია ახალციხელობის დღესასწაულზე?
ქალაქ ახალციხის მერია წმინდანისა და ეროვნული გმირის, შალვა ახალციხელის ხსენების დღისთვის ემზადება. ახალციხელობა 30 ივნისს, ახალციხის ციხეზე, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მთელი დღის განმავლობაში, მოეწყობა გამოფენები, გაიმართება კულტურული … Continue reading
ახალციხელობა 2015
30 ივნისს, მესხეთში ახალციხელობა აღინიშნა. წმინდანის ხსენების დღე, რომელმაც დროთა განმავლობაში სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო, შალვა ახალციხელის სახელს უკავშირდება. მასშტაბური სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ხალხური რეწვის ნიმუშთა გამოფენა, “საპატიო ახალციხელები” … Continue reading
შალვა ახალციხელის ხსენების დღე წმინდანის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს
შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ადგილობრივმა მორწმუნეებმა, განსაკუთრებულად აღნიშნეს. წმინდანის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვას ოთხი ეპარქიის წინამძღვარი დაესწრო. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მრევლს მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობა განმარტა. ახალციხეში შალვა ახალციხელის … Continue reading
“საპატიო ახალციხელის” წოდება მერაბ ბერიძეს, ელგუჯა კოპაძესა და ვასილ კვინცხაძეს მიენიჭათ
“საპატიო ახალციხელის” წოდება, ახალციხელობის დღესასწაულზე, კიდევ სამ ადგილობრივს მიენიჭა. ტიტული წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ, კულტურის განყოფილების ყოფილმა გამგემ ელგუჯა კოპაძემ და სახალხო მთქმელმა და პოეტმა ვასილ კვინცხაძემ … Continue reading
ანონსი: ახალციხელობა 2015
ქალაქში გამართული აქტივობების შემდეგ ახალციხელობას მიძღვნილმა ღონისძიებებმა რაბათის ისტორიულ უბანში გადაინაცვლა. 12 საათიდან ციხის ტერიტორიაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები დაიწყო და რეწვის ოსტატთა გამოფენა– გაყიდვა გაიმართა.
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები ჭიდაობით გაიხსნა
ახალციხის ციხეზე, ახალციხელობასთან დაკავშირებული სპორტული ღონისძიებები, ქართული ჭიდაობით გაიხსნა. პარალელურად მიმდინარეობს ტური ჭადრაკსა და ნარდში. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. იხილეთ ფოტო-მასალა: … Continue reading
ახალციხეში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ
შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წმინდანის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი და ზუგდიდისა და … Continue reading
ახალციხელობაზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
2015 წლის 30 ივნისს, წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა მოეწყობა. დღესასწაულის აღნიშვნა 09:00 საათზე, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარიდან დაიწყება, სადაც სადღესასწაულო … Continue reading
“საპატიო ახალციხელებს” წელს საზოგადოება შეარჩევს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, საპატიო ახალციხელების გამოსავლენად ემზადება. ქალაქის თვითმართველობის საორგანიზაციო განყოფილების თანამშრომლებმა, საზოგადოებაში სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს. ჯგუფის წევრებმა, მოსახლეობა ინდივიდუალურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხეს. მასში მონაწილეობა სხვადასხვა სქესის, ასაკის, სოციალური … Continue reading
ახალციხეში “საპატიო ახალციხელების” შერჩევა მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საორგანიზაციო განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქში სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს. ჯგუფების წევრებმა მოსახლეობა ინდივიდუალურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხეს. მასში მონაწილეობა სხვადასხვა სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის და პროფესიის 200-მა ადამიანმა მიიღო. … Continue reading
ახალციხე სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება
ახალციხე სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება. „ახალციხელობა“ 30 ივნისს, მერიის ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიებაზე სპოტული და გასართობი აქტივობები, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. საღამოს პოზიტიურ განწყობაზე კი ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ქართული ესტრადის … Continue reading



You must be logged in to post a comment.