”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომელი მრევლი სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ბორჯომელმა მრევლმა გერმანიის ეპარქიის ერთ-ერთი დეკანოზის, თამაზ ლომიძის მიერ გავრცელებული განცხადება აქციაზე გააპროტესტა. ადგილობრივები სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ

თბილისში დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართება. პარტიის ლიდერები მხარდამჭრებს ვარდების მოედანზე 16:00 საათზე ელოდებიან.

პრემიერის დასახვედრად ახალციხეში მზადება დილიდან დაიწყო

საქართველოს პრემიერ მინისტრის დასახვედრად ახალციხეში მზადება დილიდან დაიწყო. მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.  ამ დროისათვის გადაკეტილია რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი.

ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, ახალციხეში აქციით გააპროტესტეს

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, აქციით გააპროტესტა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ახალციხის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას, ყოფილი პრემიერ–მინისტრის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

“ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გამართოს მშვიდობიანი აქცია” – იურისტი “ნაციონალების” შეხვედრაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამომრჩევლებთან შეხვედრას, შემდეგ კი ახალციხის ციხის ქვედა კარიბჭემდე ფეხით მსვლელობას გეგმავს. საქართველოს კონსტიტუციის 25 მუხლის შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებით … Continue reading

“ნაციონალურმა მოძრაობამ”, ახალციხის მერიისგან, აქციის გამართვაზე უარი მიიღო

ახალციხის მერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”  აქციის გამართვაზე უარს უცხადებს –ამის შესახებ ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა განაცხადა.

მოითხოვე და მიიღე გარემოსდაცვითი ინფორმაცია – აქცია ახალციხეში

მოითხოვე და მიიღე გარემოსდაცვითი ინფორმაცია –ახალციხეში საინფორმაციო სახის აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის მოხალისეებმა, ორჰუსის კონვენციის შესახებ, საინფორმაციო სახის ბუკლეტები ქალაქის ცენტრალურ პარკში დაარიგეს. რა მდგომარეობაა ორჰუსის კონვენციის აღსრულების … Continue reading

,,ქართულ პოლიტიკას სჭირდება ქალები!” – აქცია ახალციხეში

ახალციხეში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ,,აირჩიეთ თანასწორობა“ – ამ სლოგანით, ახალციხის გენდერის ცენტრისა და კლუბის წევრებმა, ქალაქის ცენტრალურ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას, … Continue reading

,,ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა“– აქცია ახალციხეში

,,ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა“– ამ სლოგანით დღეს ახალციხეში აქცია მოეწყო. ,,ქალთა ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით, ახალგაზრდებმა ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტერსტეს და თანატოლებს მოუწოდეს, რომ დრო განათლებას დაუთმონ. მონაწილეებმა არასრულწლოვანთა … Continue reading

,,მოვითხოვთ უსაფრთხო გადაადგილებას”- საპროტესტო აქცია ადიგენში

დაბა ადიგენში ეგრეთწოდებულ გორგულის ხიდდთან,  საპროტესტო აქცია გაიმართა. იმ სოფლების მაცხოვრებელები, რომლებიც ხიდით ყოველდღიურად სარგებლობენ, მის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვაც აქვთ მომზადებული, რომელსაც უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან. „,დაიცავით ბავშვების … Continue reading

სამმართველოს უფროსი აკოფიანის ნათესავებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრება

 სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები საპროტესტო აქციას სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან აგრძელებენ. “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იტყობინება, რომ ამ წუთებში სამმართველოს უფროსი გარდაცვლილის დასა და დიშვილს  ხვდება. რაზე ესაუბრება თეიმურაზ კალანდაძე … Continue reading

,,სამცხე–ჯავახეთში სასამართლო და პროკურატურა მოქრთამულია“ – საპროტესტო აქცია ახალციხეში

        აქცია ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან და პროკურატურასთან. გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები ბრალდებულების გასამართლებას და  მკაცრად დასჯას ითხოვენ. ,,სამცხე–ჯავახეთში სასამართლო და პროკურატურა მოქრთამულია,“  ,,გავაგრძელებთ ბრძოლას … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე