ასპინძის მუნიციპალიტეტი ხანძრით დაზარალებულ ლომიძეების ოჯახს ეხმარება
ასპინძის მუნიციპალიტეტი ხანძრით დაზარალებულ ლომიძეების ოჯახს ეხმარება. გამგეობის შენობაში პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი ერთი კვირის განმავლობაში გროვდებოდა. ქველმოქმედებას ორგანიზება ასპინძის გამგეობა–საკრებულოს თანამშრომლებმა გაუწიეს, რომელშიც ადგილობრივი მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. … Continue reading
პროკურატურის შუამდგომლობით ასპინძაში პრობაციონერი დასაქმდა
ახალციხის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობით პრობაციონერი საჯარო სამსახურში დასაქმდა. ბექა ფოცხვერაშვილმა მუშაობა ასპინძის გამგეობაში დაიწყო. შესაბამისი ხელშეკრულება გამგეობის ა(ა)იპ–ი “გარეგანათების” ხელმძღვანელსა და პრობაციონერს შორის დღეს, 18 სექტემბერს გაფორმდა. იგი დამხმარე სპეციალისტად … Continue reading
ასპინძაში ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დაბა ასპინძაში ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რომლსაც 900 ათასი ლარი მოხმარდება, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და … Continue reading
თეა წულუკიანი ასპინძასა და ნინოწმინდას სტუმრობდა
სახელმწიფო სერვისების მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს. სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ორი ახალი ტერიტორიული სამსახური ამოქმედდა. მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო … Continue reading
დაზარალებულთა დასახმარებლად ასპინძის მუნიციპალიტეტშიც ერთიანდებიან
13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთისა და ფულადი დახმარების შეგროვება, ასპინძის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო. აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსსურველს შეუძლია. გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ფულად თანხას, პირველადი მოხმარების ნივთებს, … Continue reading
ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები რეგიონის გუბერნატორმა მოინახულა
ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე ოთისწყლის კალაპოტის გასწვრივ გაბიონებისა და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გაეცნო. რეგიონული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი მილიონ შვიდი ათასი … Continue reading
ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია. … Continue reading
შორეთის სამონასტრო კომპლექსს პირვანდელი სახე დაუბრუნდება
ასპინძის მუნიციპალიტეტში უძველესი სამონასტრო კომპლექსის – შორეთის რეაბილიტაცია ივნისის თვეში დაიწყება. ეს განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გააკეთა. ინფორმაციის თანახმად, ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდება. შორეთის ტაძარი, რომელიც წინარე ქრისტიანულ … Continue reading
შსს–მ ასპინძის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს . გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ხოზრევანიძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს ასპინძის … Continue reading
პრემიერი და შს მინისტრი ასპინძაში სამხარეო სამმართველოს გახსნიან
დღეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, დაბა ასპინძაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნიან, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად … Continue reading
ასპინძაში რაგბის მოედანი აშენდება
დაბა ასპინძაში რაგბის ბუნებრივსაფარიანი სავარჯიშო მოედანი აშენდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 460 კვადრატული მიწის ფართობი რაგბის მხარდამჭერთა ლიგას შეღავათიან ფასად გადაეცა. მოედნის მშენებლობისთვის 50 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება. ასევე, გამწვანდება … Continue reading



You must be logged in to post a comment.