ცესკოს მონაცემები 09:00 საათის მიხედვით
ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დათვლილია საუბნო კომისიების 63%–ზე მეტი. პროპორციული სისტემით მიღებული შედეგები ასე გამოიყურება:
ვაჟა ჩიტაშვილმა ახალციხის თემის 22 საარჩევნო უბნიდან 13–ში გაიმარჯვა
ახალციხის თემის 22 საარჩევნო უბნიდან 13 –ში ვაჟა ჩიტაშვილმა გაიმარჯვა. გიორგი კოპაძემ კი უპირატესობა 9 საარჩევნო უბანზე მოიპოვა. მიღებული ხმების რაოდენობა, მხოლოდ თემის უბნებში ასე გადანაწილდა: ვაჟა ჩიტაშვილი – 5348 … Continue reading
ქალაქ ახალციხის 13 უბნიდან, 11–ში ,,ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა
ქალაქ ახალციხეში, მერის შუალედური არჩევნები, 13 უბანში ჩატარდა. აქედან 11–ში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ირაკლი ერეკლიშვილმა, ორში კი ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ვლადიმერ ზედგინიძემ გაიმარჯვა.
ცესკოს მონაცემები 06:00 საათის მიხედვით
ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დათვლილია საუბნო კომისიების 51%–ზე მეტი. პროპორციული სისტემით მიღებული შედეგები ასე გამოიყურება:
ამომრჩეველთა აქტივობა სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა, ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ხმაური ახალციხის მესამე უბანზე
ხმაური იყო ახალციხის მესამე საარჩევნო უბანზე. სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება საარჩევნო უბნიდან “ოცნების” წევრების მეორე სართულზე ასვლამ გამოიწვია.
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს
ახალციხე–ადიგენის ოლქში ხალხის რჩეულის სტატუსის მოსაპოვებლად 9 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნებზე მიმდინარე აგიტაცია და საჯარო მოხელეების მხრიდან დარღვეული კანონი – ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ დარღვევების, რომლის შესახებაც ოპოზიციური … Continue reading
“კამერას დაგიმტვრევ” – “ოცნების” წევრების მუქარა ჟურნალისტების მისამართით
ახალციხის #2–ე საარჩევნო უბანზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დამკვირვებლებს, მმართველი ძალის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. “ოცნების” მხარდამჭერები უბანზე დილიდან იმყოფებოდნენ. ისინი იმ ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ, რომლებიც უბანზე მიდიოდნენ. აღნიშნულმა პირებმა ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი … Continue reading
,,ქართული ოცნების” აგიტატორები საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ
,,ქართული ოცნების” აგიტატორები საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სიებით იმყოფებიან და უბანზე მისულ მოქალაქეებს ინიშნავენ. პოლიტიკური პარტიის წარმომადენლების თქმით, მსგავს შემთხვევებს ადგილი თითქმის ყველა უბანზე აქვს. ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე
ნუგზარ პარუნაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ეს არ ეკადრება, არის პირდაპირი ზეწოლა ამომრჩეველზე“
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ხმა სიკეთესა და ცვლილებებს მისცა. ნუგზარ პარუნაშვილმა იმ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მისი თქმით, საჯარო მოხელეები სჩადიან.
შალვა გოგოლაძე: “ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს მივეცი”
„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხესა და ადიგენში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. შალვა გოგოლაძემ ხმა 28–ე ახალციხის უბანზე მისცა.
არასამთავრობო სექტორი არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებს
რა შედეგით დასრულდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები? – წინასაარჩევნოდ ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია.



You must be logged in to post a comment.