”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ინფოგრაფიკა – არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგები ახალციხის მუნიციპალიტეტში

ინფოგრაფიკა – საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგები ახალციხის მუნიციპალიტეტში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ვაჟა ჩიტაშვილი და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – გიორგი კოპაძე.

ვაჟა ჩიტაშვილი გიორგი კოპაძეს მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს

“ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებული კანდიდატი “ქართული ოცნების” კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. ვაჟა ჩიტაშვილი, თითოეულ ამომრჩეველს მადლობას უხდის და საჭიროების შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას ისევ ჰპირდება. 

დავით დარჩიაშვილი ახალციხე–ადიგენში არჩევნების წაგების მიზეზებზე საუბრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ახალციხე–ადიგენში არჩევნების მეორე ტურში დამარცხების მიზეზებს განმარტავს. დავით დარჩიაშვილის თქმით, “ნაციონალების” წაგება “ოცნების მხრიდან მოსახლეობის დაშინებამ გამოიწვია.

საინფორმაციო გამოშვება “ექო” 21:30 საათზე

“მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვება “ექო” 21:30 საათზე.

ცესკო: გიორგი კოპაძე – 69.83%, ვაჟა ჩიტაშვილი – 30.17%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების  69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.17%. 

N38–ე ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა. მან მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დაამარცხა. 

ახალციხის მერის არჩევნებში ვლადიმერ ზედგინიძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

#37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 13–ვე უბნის შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზედგინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი დაამრცხა. 

საინფორმაციო გამოშვება “ექო” 17:30 საათზე

“მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვება “ექო”  17:30 საათზე.

17:00 საათისთვის N37-ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 46 % შეადგინა

N37–ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის დაახლოებით, 46 % შეადგინა. საღამოს ხუთი საათისთვის საკუთარი პოზიცია ახალციხის მუნიციპალიტეტში  15 900 –მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

ვაჟა ჩიტაშვილი: “ხმა მივეცი განსხვავებულ აზრს პარლამენტში”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია  ვალის მეცხრე უბანზე დააფიქსირა. ვაჟა ჩიტაშვილი ხმის მისაცემად  მეუღლესთან და შვილთან ერთად გამოცხადდა.

N37–ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 18 % შეადგინა

N37–ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის დაახლოებით, 18% შეადგინა. ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ახალციხის მუნიციპალიტეტში  6 198–მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. 

ახალციხე–ადიგენის ოლქში არჩევნები იმართება

ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე უნდა გაიხსნას. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე