”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ადიგენის გამგებელთან ერთად სოფელ ენთელსა და დაბა ადიგენში საგზაო ინფარსტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სოფლების ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხის მიმართულებით, გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი სამ კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი, … Continue reading

გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის საკითხებზე, ადიგენში შეხვედრა გამართა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრა და რეგიონში არსებული მდგომარეობა … Continue reading

ადიგენში 11 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

ადიგენის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული 11 ოჯახი  დღეიდან ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე კორპუსში იცხოვრებს. ბენეფიციარებს ბინის გასაღები გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ პირადად გადასცა. მათ აღნიშნული ფართი სარგებლობის უფლებით მიიღეს.

რელიგიური ნიშნით მოსახლეობის დაპირისპირების შემთხვევები ადიგენში

სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმი და ქრისტიანი თემი, 30–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად, პირველად დაუპირისპირდა. სოფელში, სადაც 20 ოჯახი მუსლიმი, 80 კი ქრისტიანია, ამჟამად სიმშვიდეა, თუმცა კონფლიქტის შემდეგ, თანასოფლელებს … Continue reading

მუსლიმი და ქრისტიანი თემი, სასაფლაოს საკითხზე შეთანხმდა

ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ, მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის, შეთანხმება შედგა. სოფელ ადიგენში ორივე კონფესიის წარმომადგენლებისთვის ახალი, საერთო სასაფლაო გაიხსნება, რომლის ერთ მხარეს მუსლიმები, მეორეზე კი ქრისტიანები დაიკრძალებიან. სასაფლაოს ორი შესასვლელი … Continue reading

დაპირისპირება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, ამჯერადაც რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გამო მოექცა. სოფელ ადიგენში, მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა, ერთმანეთს ახალი სასაფლაოს გახსნის გამო, 29 თებერვალს დაუპირისპირდა. მცირე დაზიანებები მიიღო … Continue reading

,,ნებისმიერი წაყრუება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, არის წახალისება” – სახალხო დამცველი

      საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ ადიგენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. “როდესაც არ ხდება რეაგირება, სამართალდამრღვევის დასჯა, სამწუხაროდ, ვიღებთ ახალ ინციდენტებს. ადიგენშიც არის პრობლემა ის, რომ როდესაც არ მოხდა რამდენჯერმე ადეკვატური … Continue reading

ადიგენში მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთები გადაეცემათ

ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი მოსახლეობისთვის სასაფლაოს გამოყოფის თაობაზე, გადაწყვეტილება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხის შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომაზე მიიღეს. ,,გადაწყდა დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემა. მსჯელობა იყო ადიგენის … Continue reading

არლელმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

კიევის საერთაშორისო ტურნირზე მესხმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გოგა აფრიამაშვილმა  71 კგ. წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით იასპარეზა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მან მოლდოველი დანიელ კატარაგა და უკრაინელი ოლეგ ანტონოვი … Continue reading

7 დაკავებულიდან ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე დაკავებული შვიდი მოქალაქდან ერთ–ერთი მათგანი თავისუფალია. მისი ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განმარტებით, ფაქტი ადიგენის სატყეო სამსახურში მოხდა. მისივე თქმით, აღკვეთის შეფარდება 13 იანვარს ახალციხის … Continue reading

ადიგენისთვის, 2016 წელს, ხელფასები ყველაზე პრიორიტეტული საკითხია

ადიგენის  2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მთავარ  ფინანსურ დოკუმენტს კენჭი დღეს, საკრებულოს სხდომაზე უყარეს. ბიუჯეტის დამტკიცების მომხრე 17,  ხოლო მოწინააღმდეგე ორი დეპუტატი  იყო. ერთ–ერთმა მათგანმა კი თავი შეიკავა. 3 783 … Continue reading

ადიგენის 2016 წლის ბიუჯეტი 3 783 400 ლარით დამტკიცდა

ადიგენის  2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მთავარ  ფინანსურ დოკუმენტს კენჭი დღეს, 24 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე უყარეს. ბიუჯეტის დამტკიცების მომხრე 17 დეპუტატი და ორი მათგანი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრისას დეპუტატმა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან” … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე