მლაშეს მოსახლეობა გზების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მოსახლეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის. 2015 წელს მლაშე–მოხე–დერცელის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 20–მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა.
ადიგენში ხმათა უმრავლესობა ,,ქართულმა ოცნებამ” და გიორგი კოპაძემ მიიღეს
ადიგენის საარჩევნო ოლქში, ყველაზე მეტი ხმა ,,ქართულმა ოცნებამ” და გიორგი კოპაძემ მიიღო.
“საარჩევნო კომიქს–კარვები” ადიგენში
ადიგენში „საარჩევნო კომიქს–კარვები“ მოეწყო. მოხალისეებმა მოსახლეობას კომიქსები დაურიგეს, სადაც მოთხრობილია არჩევნების მნიშვნელობის შესახებ.
ადიგენში ტყეკაფების გამოყოფაზე იმსჯელეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მამუკა ცინცაძე და ადიგენის სატყეო უბნის რეინჯერები ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
უდეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული “ანთიმოზობა” აღინიშნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული “ანთიმოზობა” აღინიშნება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აღავლენს. წირვას მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებიან. სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, … Continue reading
ადიგენის გამგეობამ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, უზენაესში გაასაჩივრა
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სიმონ პარუნაშვილის, რატი ტატალაშვიილსა და ჯემალ იაკობაძის საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თვითმმართველობამ, უზენაეს სასამართლოს 20 ივნისს მიმართა. ადიგენის გამგეობა ყოფილი თანამშრომლებისთვის განაცდურის ანაზღაურებას არ აპირებს. შეგახსენებთ, … Continue reading
ადიგენში, სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაითვალეს
ადიგენის მუნიციპალიტეტში, 29 მაისის სტიქიისგან მიყენებული ზარალი უკვე დაითვალეს. გამგეობაში ამბობენ, რომ ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას – ხიდებს, გზებს, მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, 88 174 ლარის ზიანი მიაყენა. ზარალის … Continue reading
“შვილი მოგვიკლეს, დამნაშავე თავისუფალია“ – გოგოლაძეები გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ
გოგოლაძეების ოჯახი მათი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს. მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება საქმის გახსნითა და ბრალდებულის დაკავებით დაინტერესებული არ არის. გოგოლაძეები ამბობენ, რომ მათ ეჭვებს არაერთი … Continue reading
ადიგენში, პრემიის სახით, 41 005 ლარი გაიცა
ადიგენის მუნიციპალიტეტში, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, აპრილის თვეში, სააღდგომო პრემია, ხელფასის 50% ოდენობით აიღეს. 41 005 ლარი თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე გადანაწილდა. პრემია გამგეობის ყველა თანამშრომელმა აიღო, … Continue reading
ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობის პროექტს ადიგენის გამგეობასთან ათანხმებენ
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის, გოდერძი–ზარზმის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის პროექტი შესათანხმებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შევიდა. აღნიშნულს ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე შესაბამის სამსახურებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის, სანიაღვრე არხების, ხიდების, გაბიონებისა … Continue reading
ცხოვრება არჩევნებიდან არჩევნებამდე – უნწელების უყურადღებოდ დარჩენილი პრობლემები
უნწელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშულებენ. ადგილობრივების თქმით, თვითმმართველობა მათი პრობლემებით არ ინტერესდება და სოფლის მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების წინ ხმების მისაღებად ახსენდება.
სოფელ უნწაში მგელმა საქონელი დაგლიჯა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს მგლები შეესია და საქონელი დაუგლიჯა. მტაცებელი ბოლოს წუხელ გამოჩნდა და მოსახლეს ერთი სული საქონელი შეუჭამა, ორი კი დაკბინა.



You must be logged in to post a comment.