ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას, მესხი მეღვინე მიიღებს
ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს, მთაწმინდის პარკში ჩატარდება. 11:00-დან 18:00 საათამდე ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები ფესტივალის სტუმრებს , 2015 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ. ფესტივალში წელს 102 მეღვინე … Continue reading
26 მაისს, ვარძიაში ფიცის დადების ცერემონია გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარძიაში, თბილისში, ბათუმში, ნოქალაქევში, ქუთაისსა და იყალთოში წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად შედგება. მოეწყობა … Continue reading
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლას მესხი პოლიტიკოსები აფასებენ
წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის ყალიბდება”, რომელსაც სათავეში “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ჩაუდგება. პოლიტიკაში წასვლის თაობაზე მან განცხადება დღეს, 12 მაისს გაავრცელა. „ამოცანა შემდეგია: ჩვენ უნდა … Continue reading
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული სარაგბო კლუბი „ტაო“ დაფუძნდა
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული კლუბი „ ტაო“ დაფუძნდა. იგი საქართველოში პირველი სარაგბო გუნდია, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. ბაზა დაბა ასპინძაში მდებარეობს, სადაც 17 წლამდე 300 მოზარდი ივარჯიშებს. კლუბ „ტაოს“ … Continue reading
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად, ყველა ტაძარში საზეიმო წირვა სრულდება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. … Continue reading
პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის
პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. ”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ძვირფასო თანამოქალაქეებო, 25 წელი გავიდა. 25 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა იშრომა და იბრძოლა ამ … Continue reading
“ფერმერის საათი” – მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების წესები
სოფლის მაცხოვრებლებმა ჰერბიციდების გამოყენება უკვე დაიწყეს. ზოგიერთი ფერმერი ქიმიურ პრეპარატებს კვლავ სკეპტიკურად უყურებს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი პესტიციდებს აქტიურად იყენებს. რატომ გახდა აუცილებელი პრეპარატების გამოყენება თანამედროვე სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში და იცავენ თუ არა ფერმერები დოზირების … Continue reading
,,მთავრობა წიწილებს წინასაარჩევნოდ დაითვლის“ – რას ითხოვს ათონელისა და ხმალაძის ქუჩების მოსახლეობა?
ხმალაძისა და ათონელის ქუჩის მაცხოვრებლები, მერიის წარმომადგენლებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ,,რაბათის უბნის” ტერიტორიაზე, წვიმის დროს ეპატიჟებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტის მიხედვით, ისეთი … Continue reading
ნათხოვარი ინკუბატორით დაწყებული საქმიანობა – ახალგაზრდა ფერმერი ახალციხიდან
ნათხოვარი ინკუბატორით დაწყებული საქმიანობა და საკმარისი თანხის არქონის გამო შეცვლილი ბიზნესგეგმები – სოფელ მსუხის შესასვლელში მდებარე სულიკო ინასარიძის ფერმაში დღეისათვის საქონლისა და ცხვრის ნაცვლად, ბინა სოფლის ქათმებმა დაიდეს. ფრინველების მოშენება … Continue reading
მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების წესები
ადგილობრივმა ფერმერმა ახალციხის აგრო–მაღაზიაში კარტოფილისთვის ჰერბიციდი უკვე შეიძინა. მარეხი ჭიღლაძემ კონსულტანტებისგან პრეპარატის გამოყენების თაობაზე შესაბამისი ინსტრუქციაც მიიღო. ამბობს, რომ ჰერბიციდების გამოყენებამ თანამედროვე ფერმერს საქმე გაუმარტივა. მარეხი ჭიღლაძისგან განსხვავებით, სოფელ ჭაჭარაქში … Continue reading
ახალციხეში პირველი ფოტო–ვიდეო სტუდია გაიხსნა
ახალციხეში პირველი ფოტო–ვიდეო სტუდია ,,S & S” გაიხსნა. სერგო ფიდანიანმა და სოსო ჩლაჩიშვილმა დაფინანსება პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“– ფარგლებში მოიპოვეს. მეპატრონეები მომხმარებელს ვიდეო კლიპების, სარეკლამო რგოლებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებას, ასევე ადგილზე … Continue reading
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. საზოგადოებას საშუალება ჰქონდა საერთაშორისო ინიციატივის – “ღია მმართველობის” შესახებ ინფორმაცია მიეღო და არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა. სოფლებში ინფორმირებულობის დაბალი დონე, ინტერნეტიზაციისა და … Continue reading



You must be logged in to post a comment.