”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აწყურში ავტომობილი გზიდან გადავარდა – მაშველები მამაკაცს ეძებენ

აწურში, სლესის ციხესთან, მდინარის ნაპირზე ავტომობილი გადავარდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვეღად დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ქალის … Continue reading

აგვისტოს ომის დროს გადამწვარ ტყის მონაკვეთზე გამწვანების აქცია მოეწყო

ბორჯომის ხეობაში, სოფელი დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის მონაკვეთზე 500 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა PITA ახალგაზრდული ცენტრისა და World Vision Georgia-ს … Continue reading

,,დიალოგი” – პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა

თვეზე ნაკლები რჩება, როცა ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. გააქტიურდებიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები. რა ფუნქცია აქვთ მათ დღეს საქართველოში და რატომ მიდიან ახალგაზრდები პოლიტიკაში. 12 მაისი,  2016 წელი.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ცნობილია

გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს წესდებისა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარუდგინა: პარტიის გენერალური მდივანი: კახა კალაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოილსკი, თემურ … Continue reading

გიორგი კვირიკაშვილი “ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგით IV ყრილობაზე  გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთხმად აირჩიეს. “ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც უახლესი ისტორიის ერთ–ერთ მძიმე ეტაპზე შეიქმნა და გარდამტეხი … Continue reading

“ქართული ოცნების” ყრილობა დაიწყო

თბილისის სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა მიმდინარეობს. მხარდამჭერებს კოალიციის გენერალური მდივანი კახა კალაძე მიმართავს. მან სიტყვით გამოსვლისას განაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ მინისტრებს: ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს. … Continue reading

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 44 254 ლარის პრემია და დანამატი გაიცა

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, 2016 წლის ოთხ თვეში გაცემული პრემიისა და დანამატის შესახებ ინფორმაცია ,,მე–9 არხმა“ ოფიციალურად გამოითხოვა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აპრილის თვეში, სააღდგომო პრემია როგორც შტატით … Continue reading

14 მაისს, საქართველოში თამარობა აღინიშნება

        14 მაისი ქართველთა მეფის, თამარის ხსენების დღეა. საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან … Continue reading

ქალაქ ახალციხის მერიასა და საკრებულოში, პრემიისა და დანამატის სახით, 133 001 ლარი გაიცა

     ქალაქ ახალციხის მერიასა და საკრებულოში, 2016 წლის ოთხი თვის მანძილზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია, ,,მე–9 არხმა“ ოფიციალურად გამოითხოვა.  პასუხად მიღებული წერილის მიხედვით, აპრილის თვეში, მერიის თანამშრომლებზე, … Continue reading

აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება დაწყებულია

აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება დაწყებულია. ამ ეტაპზე საძირკვლის გამაგრება მიმდინარეობს, პარალელურად ტარდება არქეოლოგიური გათხრებიც. აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ყოველწლიურად ვრცელდება, თუმცა სერიოზული აღდგენითი სამუშაოები … Continue reading

მესხეთში უნიკალური ვაზის ნერგები დაირგვება

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მესხური ვაზის ნერგები აკურთხა, რომელიც მესხეთში დაირგვება. მეუფე თეოდორეს ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოსა და – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრის შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით … Continue reading

აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი, აწყურის ტაძარში, 14 მაისამდე დარჩება

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთსმშობლის ხატის ასლი  აწყურის ტაძარშია. სიწმინდე ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიიდან  13 მაისს დილით გადააბრძანეს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა  წირვა–ლოცვა აღავლინა და ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. ხატის მოსალოცად მომლოცველები … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე