”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელები გასული წლის შეჯამებასა და 2017–ის მოლოდინებზე

რა პროექტების განხორციელებას  აპირებს ახალციხის თვითმმართველობა 2017 წელს? – ქალაქის მერი და მუნიციპალიტეტის გამგებელი მომავალი წლის გეგმებზე საუბრობენ. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენად არჩევნებს ასახელებენ.

,,პროვოკატორი ღმერთმა შეარცხვინოს“ – დაპირისპირება მოხეში

დაპირისპირება მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის მოხეში სადავო შენობის საკითხის გაჭიანურებამ გამოიწვია. სოფელში მცხოვრები ქრისტიანების მტკიცებით, მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და პროცესები გარე ძალების მიერ ხელოვნურად იმართება. მუსლიმები კი შექმნილ მდგომარეობაზე … Continue reading

GDI: ,,მოხეში, თეონა ბერიძის უფლებებს ვიცავთ”

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ 30 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტს ეწვია. ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ მოხეში ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შეხვდნენ და არსებული ვითარების შესახებ მოსახლეობის პრეტენზიები მოისმინეს.

ახალციხის მერიამ ფოტო–კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

ახალციხის მერიამ ფოტო–კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ქალაქის თვითმმართველობისგან სიმბოლური პრიზები ორი ნომინაციის ორ ავტორს გადაეცა.

,,დიალოგი” – ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” პროექტის შეჯამება

,,დემოკრატ მესხთა კავშირმა” პროექტი – “ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” დაასრულა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიში სამოქალაქო სექტორს უკვე წარუდგინა, ,,დიალოგიში” კი პროექტის შედეგებს უფრო ფართო საზოგადოებას გააცნობს.

,,დიალოგი” – ახალციხელი გამომგონებლის წარმატებული წელი

ახალციხელმა გამომგონებელმა წლის საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. კარლო ხუციშვილმა ნომინაციაში “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში,“ ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

ზურაბ ხაჩიძე შსს–ს წინააღმდეგ -სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება

ზურაბ ხაჩიძე შსს–ს წინააღმდეგ – ახალციხის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. მოპასუხე მხარემ მომჩივანის მოთხოვნით,  პროცესზე შემთხვევის ფოტო-მასალა წარადგინა.

“დემოკრატ მესხთა კავშირმა” პროექტი შეაჯამა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირმა“ ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ალექსანდრე ჯეჯელავა: “თავსაბურავით გაკვეთილებზე დასწრება შეზღუდულია”

“თავსაბურავით გაკვეთილებზე დასწრება შეზღუდულია”– ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მოხეს სკოლის ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა. 

მოხის მუსლიმმა მოსწავლეებმა საპროტესტო გამოსვლები შეწყვიტეს

მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. ხვალიდან ახალგაზრდები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. მუსლიმი მოსწავლეები ამბობენ, რომ მიზანი მიღწეულია – მათი ამბით ხელისუფლება დაინტერესდა.

“საუნივერსიტეტო ქრონიკები”

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია აგრარულ პრობლემებზე; “ჯიპა”–ს წარმომადგენლის ლევან ზარდალიშვილის ტრენინგი კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდებზე; ანა კლანდაძის იუბილე; უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საახალწლო ღონისძიება; ინტერვიუ – 2016 წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსუტეტის რექტორი მერაბ … Continue reading

წლის საუკეთესოს ტიტული კარლო ხუციშვილმა მოიპოვა

ახალციხელი გამომგონებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაწესებული ჯილდოს მფლობელი გახდა. ნომინაციაში “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში,“ ხმათა უმრავლესობით კარლო ხუციშვილმა გაიმარჯვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე